18 დეკემბერი ისტორიაში

18 დეკემბერი ისტორიაში

1325004
18 დეკემბერი ისტორიაში

18 დეკემბერი ისტორიაში

1865 წლის 18 დეკემბერს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მონობა ოფიციალურად გაუქმდა. ყველა რეგულაცია, რომელიც მონის ყოლის უფლებას იძლეოდა, ფედერალური კანონებიდან ამოიღეს.

1954 წლის 18 დეკემბერს კვიპროსში საბერძნეთთან შეერთების (ენოსის) მომხრეები თურქეთისა და ინგლისის საწინააღმდეგო მოქმედებების დროს ბრიტანულ ჯარს თავს დაესხნენ. ინციდენტის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, 42 დემონსტრანტი დააკავეს.

1969 წლის 18 დეკემბერს აშშ მე-6 ფლოტი თურქეთში შემოვიდა. იზმირის ნავსადგურის მახლობლად ღუზა ჩაშვებული ფლოტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მოეწყო, ნაპირზე გადმოსული ამერიკელი ჯარისკაცები კი დემონსტრანტებმა სცემეს.

2002 წლის 18 დეკემბერს დასავლური ორგანიზაციების თურქეთის წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობის შემსწავლელი, დოცენტი ნეჯიფ ჰებლემითოღლუ, სახლის წინ მოწყობილ თავდასხმას ემსხვერპლა.

2017 წლის 18 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ქვეყნის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაცხადა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი და რუსეთი მეტოქეებად, ირანი და ჩრდილოეთ კორეა კი მტრებად შეაფასა.


საკვანძო სიტყვები: #18 დეკემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები