1 დეკემბერი ისტორიაში

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

1315117
1 დეკემბერი ისტორიაში

1402 წლის 1 დეკემბერს ანკარის ომის დროს, ოსმალეთის არმიის დამამარცხებელმა თემურ ლენგმა, 57 წლიანი როდოს რაინდების მმართველობაში მყოფი იზმირის აღება სცადა რა, წარმატებას ვერ მიაღწია და ანატოლიის დატოვება გადაწყვიტა. 

1906 წლის 1 დეკემბერს მსოფლიოში პირველი კინოდარბაზი, პარიზში გაიხსნა.

1925 წლის 1 დეკემბერს გერმანიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, პოლონეთმა, ბელგიამ, ჩეხოსლოვაკიამ და იტალიამ ლონდონში ხელი მოაწერეს ე.წ. ლოკარნოს შეთანხმებას, რომლითაც ბოლო მოეღო პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანია საფრანგეთ შორის წარმოქმნილ უთანხმოებას.

1931 წლის 1 დეკემბერს პირველი ხმოვანი თურქული ფილმი „სტამბოლის ქუჩები“-ს პრემიერა შედგა.

1935 წლის 1 დეკემბერს ცნობილი ამერიკელი  რეჟისორი,  ვუდი ალენი ნიუ-იორკში დაიბადა.

1964 წლის 1 დეკემბერს ძალაში შევიდა წინა წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ანკარის შეთანხმება, რომელიც თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანების მიზნით მასთან პარტნიორობის დაწყებას ითვალისწინებდა.

1981 წლის 1 დეკემბერს იუგოსლავიის ავიახაზების თვითმფრინავმა კუნძულ,  კორსიკაზე კატასტროფა განიცადა, შედეგად 178 ადამიანი დაიღუპა. 

1987 წლის 1 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ეს დღე,  შიდსის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

1990 წლის 1 დეკემბერს, ლა–მანშის ქვეშ მშენებარე გვირაბში ბრიტანელი და ფრანგი გვირაბისმთხრელი ბრიგადების შეხვედრა შედგა.

2000 წლის 1 დეკემბერს ჩილეს ყოფილი დიქტატორი, ავგუსტო პინოჩეტი, მკვლელობისა და გატაცების ბრალდებით დააპატიმრეს.

 

 


საკვანძო სიტყვები: #1 დეკემბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები