„კუთხე-კუნჭული“ 41/2019

„კუთხე-კუნჭული“ 41/2019

1322415
„კუთხე-კუნჭული“ 41/2019

„კუთხე-კუნჭული“ 41/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

თურქეთში ხელოვნების მუშაკებს თავიანთი შემოქმედების გამოფენა ძალიან უცხო და ერთი შეხედვით, უჩვეულო ადგილებში იზიდავთ ხოლმე. ამას ქვეყნის მოზაიკურად მრავალფეროვანი სანახაობითი ადგილებიც უწყობს ხელს. ამ ქვეყანაში მხატვრები და მოქანდაკეები ნამუშევრებს  სხვადასხვა საგამოფენოდ არც თუ ისე ტრადიციულ გარემოში ჰფენენ, იქნება ეს ეგეოსის ზღვისპირას კლდეში გამოქვაბულის კედლები თუ კაბადოკიის ვულკანური წარმონაქმნის ქვების ზედაპირი. თუმცა წელს შემოდგომაზე უკვე მე-16-ედ ხელოვანებს სტამბოლში, სტამბოლის ბიენალმა უმასპინძლა. სტამბოლის ბიენალი ზედ ზღვისპირას, თოფჰანეს უბანში 1987 წლიდან თურქ და თურქეთში მცხოვრებ სხვა ეროვნების და ასევე უცხოელ ხელოვანებს საგამოფენო სივრცეს სთავაზობს. ბიენალი სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ვენეციის, სან პაულოს, სიდნეის ბიენალის შემდგომ სტამბოლის ბიენალმაც დიდი პრესტიჟი მოიპოვა. სტამბოლის ბიენალის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელი ის არის, რომ აქ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები მნახველსა და ხელოვანთან ერთად მის ნამუშევრების დიალოგზეა დაფუძნებული. ბიენალზე მისული დამთვალიერებელი თავს მარტო არ გრძნობს, იმიტომ რომ ის იქ გამართულ პროცესში ნებსით თუ უნებლიეთ ერთვება.

ასევე სტამბოლის ბიენალის დიდი უპირატესობა  ის არის, რომ მნახველს შეუძლია ერთ საგამოფენო სივრცეში თვალი შეავლოს იმავე წლის მსოფლიოს თანამედროვე სკულპტურის, დიგიტალურ თუ გრაფიკის ნიმუშებს.

ბიენალი, საგამოფენო სივრცეში წარმოჩენილი ნამუშევრების მეშვეობით სოციალური ფონის დახვეწილი ფორმით გაშუქებას ემსახურება. საგამოფენო დარბაზში ერთ კუთხეში ბულდოზერის მიერ „მიმწყვდეული“ ათობით ხე ადამიანის ხელით ბუნების გაპარტახებაზე, სახლის ნაცვლად ნავზე მცხოვრები გოგონას ცხოვრების მოკლე მეტრაჟზე ასახვა და ვიზუალურად ამის ჩვენება, ადამიანის ქალაქიდან გაქცევის და ბუნებაში ცხოვრების სურვილზე მიუთითებს.

როგორც ყოველთვის, ბიენალის გამართვის დროს ხელმძღვანელები ირჩევენ გამოფენის თემას, იქნება ეს ომი, ემიგრაცია, ძალადობა თუ ა.შ. წლევანდელი სტამბოლის ბიენალის სახელწოდებაა „მეშვიდე კონტინენტი“, სადაც ნამუშევრების მთავარი თემა გლობალურ დათბობასა და კლიმატის დაცვას მიეძღვნა.

ბიენალმა, რვა კვირის განმავლობაში გარდა ცენტრალური საგამოფენო დარბაზისა, ხელოვანებსა და დამთვალიერებლებს სტამბოლში სამ სახვადასხვა ადგილას უმასპინძლა. ერთმანეთისაგან განსხვავეული თემების შესახებ პროფესიონალებმა ისაუბრეს, რაც თავისუფალ სახელოვნებო სივრცეში ერთი თემის ჩარჩოში მოქცევის საშიშროებას აქრობს. 

 



მსგავსი ინფორმაციები