თურქული სამზარეულო 44/2019

„სუ ბორექი“

1298732
თურქული სამზარეულო 44/2019

თურქული სამზარეულო 44/2019

„სუ ბორექი“

თურქულ სამზარეულოში ცომეულის ნაწარმის და განსაკუთრებით ღვეზელების ბევრი ნაირსახეობა არსებობს.  მას სიამოვნებით მიირთმევენ საუზმეზეც, სადილზეც და ვახშამზეც. ღვეზელი, თურქულად „ბორექი“, მარტივად რომ აღვწეროთ არის „გაბრტყელებულ ცომში ან იუფკაში სხვადასხვა შიგთავსების გადახვევით მომზადებული კერძი.“ ჩვენს დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ ღვეზელის ერთ-ერთი სახეობის „სუ ბორექი“-ს რეცეპტს. ეს ღვეზელი ძალიან ჰგავს ქართულ აჩმას. 

 „სუ ბორექი“-ს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

5 წყლის ჭიქა ფქვილი

4 ცალი კვერცხი

2/3 წყლის ჭიქა წყალი

½ ჩაის კოვზი მარილი

2/3 ჭიქა გამდნარი კარაქი

2 ლიტრი ცხელი წყალი (ცომის მოსახარშად)

½ ცაის კოვზი მარილი

1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

400 გრამი თეთრი ყველი

½ შეკვრა წვრილად დაჭრილი ოხრახუში

 

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. 5 წყლის ჭიქა ფქვილი, 4 ცალი კვერცხი, 2/3 წყლის ჭიქა წყალი და ½ ჩაის კოვზი მარილით საშუალო სიმაგრის ცომი მოზილეთ. მოზელილი ცომი 10 ნაწილად გაყავით, დაამრგვალეთ, ზემოდან ქსოვილი დააფარეთ დაც 1 საათით გააჩერეთ. ამავდროულად ყველი ჩანგლით გასრისეთ და ოხრახუში ჩაამატეთ. ფართო ქვაბში 2 ლიტრი წყალი ჩაასხით და აადუღეთ. ადუღებულ წყალს ½ ჩაის კოვზი მარილი და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დაამატეთ.  ცომის ბურთულები იმ ზომაზე გააბრტყელეთ რა ზომისაც ღვეზელის გამოსაცხობი ფირფიტაა. გაბრტყელებული ზომი ადუღებულ წყალში 30-35 წამი ხარშეთ და მაშინვე ცივი წყლის სავსე თასში გადაიტანეთ. 10-15 წამი ცივ წყალში გააჩერეთ, ამოიღეთ და კარგად გაწურეთ. ღუმელის ფირფიტას კარაქი წაუსვით. გაბრტყელებული და მოხარშული ერთი ცომი ფირფიტაზე გაშალეთ, ერთი კოვზი გამდნარი კარაქი წაუსვით. მომდევნო ოთხი ცომიც ასე გააკეთეთ. მეხუთეს ზემოდან ყველის შიგთავსი თანაბრად მოაყარეთ. დარჩენილი ხუთი ცომიც გააბრტყელეთ, მოხარშეთ და ფირფიტაზე მოაწყვეთ და ყველა ფენას შორის კარაქი წაუსვით. ბოლო ფენას დარჩენილი კარაქი დაასხით და თანაბრად გადაანაწილეთ. მანამდე სანამ ღვეზელს ღუმელში გამოსაცხობად შედებთ მჭრელი დანით 5-6 სანტიმეტრის კუბიკებად დაჭერით.  წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მანამდე გამოაცხვეთ სანამდე ზემოდან არ დაწითლდება. ღვეზელი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ. შეგერგოთ.



მსგავსი ინფორმაციები