3 ნოემბერი ისტორიაში
3 ნოემბერი ისტორიაში

03 ნოემბერი ისტორიაში
1839 წლის 3 ნოემბერს რეფორმების ბრძანებულება გამოიცა. სადრაზამ მუსტაფა რეშით ფაშას მიერ მომზადებული ბრძანებულება თოფქაფის სასახლეში ხალხს წაუკითხეს. ეს გადაწყვეტილება ოსმალეთის ისტორიაში დემოკრატიის თვალსაზრისით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ.
…
1957 წლის 3 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა მეორე ხელოვნური თანამგზავრი Sputnik 2 კოსმოსში გაუშვა.
…
1982 წლის 3 ნოემბერს სალანგის გვირაბში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
…
1983 წლის 3 ნოემბერს ადიამანსა და შანლიურფას რეგიონებს შორის მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ათათურქის სახელობის კაშხალს საძირკველი ჩაეყარა.
…
1992 წლის 3 ნოემბერს ილინოისის სენატორი დემოკრატი კაროლ მოსელი-ბრაუნი იყო პირველი შავკანიანი ქალი, რომელიც არჩეულ იქნა აშშ-ს სენატში.
…
2002 წლის 3 ნოემბერს თურქეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნებში ბარიერის გადალახვა მხოლოდ, რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ (CHP) და ახლად შექმნილმა სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP) გადალახეს. არჩევნებში, AKP-მ დამოუკიდებლად მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო უმრავლესობა, 363 მანდატი მოიპოვა.