16 ოქტომბერი ისტორიაში

16 ოქტომბერი ისტორიაში

1288816
16 ოქტომბერი ისტორიაში

16 ოქტომბერი ისტორიაში

1924 წლის 16 ოქტომბერს თოფქაფის სასახლე, მას შემდეგ რაც გადაწყდა მისი მუზეუმად გადაკეთება, პირველად გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის.

1946 წლის 16 ოქტომბერს ნიურბერგის პროცესზე სიკვდილმისჯილი 12 ნაცისტი მმართველებიდან ათის სიკვდილით დასჯა მოხდა. ჰერმან გერინგმა სასჯელის აღსრულებამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

1964 წლის 16 ოქტომბერს ჩინეთმა თავისი ატომური ბომბი გამოსცადა და აშშ-ის, ინგლისისა და საბჭოთა კავშირის შემდეგ მსოფლიოს მეოთხე ბირთვული ძალა გახდა.

1978 წლის 16 ოქტომბერს პოლონელი კარდინალი კაროლ ვოიტილა რომის პაპად იოანე პავლე მეორის სახელით ეკურთხა და პონტიფიკოსად გარდაცვალებამდე 27 წლის მანძილზე დარჩა.

1995 წლის 16 ოქტომბერს გარი კასპაროვმა ვისვანათან ანანდს საჭადრაკო მატჩში მოუგო რომელიც ერთ თვე გრძელდებოდა.  

1996 წლის 16 ოქტომბერს გვატემალაში ერთ-ერთ სტადიონზე მომხდარ ჭყლეტას 78 ადამიანი ემსხვერპლა.  

2002 წლის 16 ოქტომბერს ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კონგრესისგან ერაყში ომის დაწყების უფლებამოსილება მიიღო.

 


საკვანძო სიტყვები: #16 ოქტომბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები