8 ოქტომბერი ისტორიაში

8 ოქტომბერი ისტორიაში

1283363
8 ოქტომბერი ისტორიაში

404 წლის 20 ივნისს დამწვარი აია-სოფია რესტავრაციის შემდეგ 415 წლის 8 ოქტომბერს ხელმეორედ გაიხსნა.

1871 წლის 8 ოქტომბერს,  დაიწყო „ჩიკაგოს დიდი ხანძარი“, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა და ქალაქი მთლიანად გაანადგურა.

1912 წლის 8 ოქტომბერს, ბულგარეთმა, საბერძნეთმა, სერბეთმა და მონტენეგრომ ოსმალეთს ომი გამოუცხადეს რა, ასე დაიწყო ბალკანეთის პირველი ომი.

1925 წლის 8 ოქტომბერს, ებრაული და სომხური თემების სულიერმა ხელმძღვანელებმა ლოზანის ხელშეკრულება უარყვეს და „უმცირესობათა დაცვის“ კანონის ფარგლებში თურქეთის კანონმდებლობას დაემორჩილნენ.

1934 წლის 8 ოქტომბერს, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მიღებული კანონით, ქალების არჩევის და არჩევნებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება მიეცათ.

1952 წლის 8 ოქტომბერს,  ლონდონში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა.

1967 წლის 8 ოქტომბერს,  ჩე გევარა და მის მეგობრები ბოლივიაში დააკავეს რა, იგი მეორე დღეს დახვრიტეს.

1970 წლის 8 ოქტომბერს, რუსმა  მწერალმა, ალექსანდრე სოლჯენიცინმა ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო.

2001 წლის 8 ოქტომბერს, იტალიაში ორ მოტორიანმა სამგზავრო თვითმფრინავმა Cessna-მ  (ცესნა) ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 118 ადამიანი დაიღუპა.

2005 წლის 8 ოქტომბერს, პაკისტანში ქაშმირის რეგიონში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 75 ათასი ადამიანი დაიღუპა, 106 ათასი კი დაშავდა.

2008 წლის 8 ოქტომბერს, დიარბაქირში PKK-ს ტერორისტებმა ტერაქტი განახორციელეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 21 დაშავდა, მათ შორის   16  პოლიციელი.


საკვანძო სიტყვები: #8 ოქტომბერი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები