ტექნოლოგიასთან ერთად კულტურის ყიდვაც შესაძლებელია?

აქტუალური თემის ანალიზი 36/2019

1263707
ტექნოლოგიასთან ერთად კულტურის ყიდვაც შესაძლებელია?

ტექნოლოგიასთან ერთად კულტურის ყიდვაც შესაძლებელია?

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

თურქეთსა და ისლამურ სამყაროში,  ცივილიზაციის, კულტურის და ტექნოლოგიის ტერმინთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებით კამათი დაახლოებით ორი საუკუნეა გრძელდება. ტექნოლოგიის შესახებ კამათი ბოლო დროს ისევ  დადგა დღის წესრიგში.  ზოგიერთის აზრით ტექნოლოგიასთან ერთად სხვა უცხო კულტურაც მკვიდრდება საზოგადოებაში ამიტომ მისგან შორს დგომაა საჭირო.

ახლა  თემასთან  დაკავშირებით ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

დასავლეთისგან რა უნდა შევიძინოთ?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ კამათი მხოლოდ ტექნოლოგიის შესახებ არ მიმდინარეობს. არამედ, დასავლეთისგან რა უნდა შევიძინოთ ან კიდევ რა არ უნდა შევიძინოთ. მსგავს საკითხთან დაკავშირებით კამათი ოსმალეთის ბოლო პერიოდშიც ხშირად იმართებოდა, საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების მხრიდან. თემასთან  დაკავშირებით საკუთარ შეხედულებას მისივე ლექსებში,  მეჰმედ აქიფ ერსოიც ასახავდა და იგი, მოუწოდებდა ყველას, რომ დასავლეთისგან განათლება და  ხელოვნება შეეძინათ რადგან მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იყო. კონსტიტუციური რეფორმის პერიოდში მრავალი თურქი მოაზროვნე განსაკუთრებით კი ისლამისტი მოაზროვნეები თვლიდნენ, რომ დასავლეთისგან მეცნიერება უნდა აეღოთ მაგრამ, ამ მეცნიერებაში ჩაქსოვილი ზნეობა და თავისეული კულტურა არა. 

ტექნოლოგიის და კულტურის კავშირი

ტექნოლოგია უდავოა, რომ ასახავს იმ საზოგადოების კულტურას სადაც ისი იწარმოება. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ  ადამიანს ხელმეორედ ქმნის, რომელი საზოგადოებაც აწარმოებს, მათი კულტურიდან დამოუკიდებლად წარმოდგენა შეუძლებელია. დასავლეთი კულტურას არ ვგულისხმობ რადგან, მსგავსი ტექნოლოგიების წარმოება მხოლოდ დასავლეთში არ ხდება არამედ,  ჩინეთის მსგავს არადასავლურ ქვეყნებშიც.  ასევე იარაღი, მათ შორის ატომური ბომბი, რომლის გამოყენების შემდეგ იქ შეიძლება ითქვას, რომ არსებობა წყდება, მისი იაპონიაში ჩამომგდები მენტალიტეტის გარეშე როგორ შეიძლება ვიფიქროთ? ამგვარი  გაცნობიერების წინააღმდეგ, კანონიერი სულთან სულეიმანის ტექნოლოგიის და კულტურის კავშირი მაგალითისათვის შეიძლება დასახელდეს. სულთანი,  სასახლის ეზოში ჭიანჭველებისგან ხეებისთვის მიყენებული ზარალის გამო შეწუხებული იყო, მაგრამ, მან იფიქრა, რომ ჭიანჭველებიც ღმერთის გაჩენილი არსებები იყვნენ და მათაც სჭირდებოდათ საზრდოობა ამიტომ, მათ წინააღმდეგ არანაირი ზომები არ მიუღია.

რომელი ტექნოლოგია?

ეჭვიც კი არ არსებობს იმაში, რომ ტექნოლოგიას და კულტურას მჭიდრო ურთიერთობა აქვს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა საზოგადოების მიერ შექმნილი ტექნოლოგია უარყოფით კულტურას მოიცავს. ასეთი დამოკიდებულება ტექნოლოგიისადმი არასწორი მიდგომა იქნება. ყველა კულტურა საკუთარი საჭიროების დასაკმაყოფილებლად სხვადსხვა ტექნოლოგიას მართავს. ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანმა ტექნოლოგია, მისი მოთხოვნილებების  რა თქმა უნდა სხვაზე ზარალის მიყენების გარეშე  უნდა გამოიყენოს. მსგავს მოწოდებებს აკეთებს კიდეც წმ. მუჰამედ შუამავალი. იგი მორწმუნეებს მოუწოდებდა, რომ მტრის მიერ გამოყენებული იარაღი მათაც შეეძინათ და სხვა მსგავსი მოწოდებები.

საზოგადოების ფენა, რომელიც ტექნოლოგიის წინააღმდეგია, ალტერნატიულს ვერ გვთავაზობენ. უმეტეს წილად დასავლური ტექნოლოგია, დასავლურ მენტალობად არის აღქმული. ამდაგვარი კრიტიკა შეიძლება ერთგვარ გაფრთხილებად მივიღოთ. მაგრამ, ყოველგვარი ტექნოლოგიის წინააღმდეგ გამოსვლა, ერთგვარ რადიკალურ მიდგმამდე მიყავს ადამიანი, რომელიც მართლაც და არასწორია. სინამდვილეში კი თვითონ არაფერს აწარმოებს. იმ თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, რომ ზოგიერთი ტექნოლოგია ისლამის ცხოვრებას არ შეესაბამება, მაშინ უნდა ვაწარმოოთ ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მუსლიმანების მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს და მათ ცხოვრებას შეესაბამება. წარსულში როგორც ოსმალეთში ასევე ინდოეთში და ამერიკაშიც კი იყო გარკვეული აკრძალვები უცხოური ტექნოლოგიების ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ყოველგვარი ტექნოლოგიის წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ, ალტერნატიულის არ წარმოება, არასწორი მიდგომა და დამოკიდებულებაა. 

ტექნოლოგიის მიმართ ინტროვერციული დამოკიდებულება, საზოგადოების და ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. რა თქმა უნდა ტექნოლოგია საჭიროებისამებრ უნდა იქნეს გამოყენებული ოღონდ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს სხვის საზიანოდ არ უნდა ხდებოდეს. საბოლოოდ კი მინდა აღვნიშნო, რომ   იმის შიში, რომ ტექნოლოგიის განვითარებას შესაძლოა კაცობრიობის დასასრული მოჰყვეს, ამდაგვარი  განცდა მხოლოდ ჩვენ არ გაგვაჩნია, არამედ ყველას ვინც ამ სამყაროში ცხოვრობს  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის  პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები