ცვლილებების სოციოლოგია და თურქეთი

აქტუალური თემის ანალიზი 30/2019

1241451
ცვლილებების სოციოლოგია და თურქეთი

აქტუალური თემის ანალიზი 30/2019

ცვლილებების სოციოლოგია და თურქეთი

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

 

ცვლილებების ეპოქაში ვართ. გლობალიზაციის პროცესი, ჩვენს ცხოვრებას ნებით თუ უნებლიეთ მაინც ცვლის. გლობალიზაციის პროცესთან ერთად, ეკონომიკური განვითარებაც რა თქმა უნდა ჩვენს ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. მიმდინარე კვირის ამ ციკლურ პროგრამაში, სოციოლოგიურ მდგომარეობაზე და თურქეთის სოციოლოგიურ ცვლილებებზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

მუსლოვი და საჭიროებების იერარქია

ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მუსლოვი, „საჭიროებების იერარქიი“-ს და ადამიანის ქცევების ანალიზის გაკეთებისას აღნიშნავს, რომ ადამიანები პირველ რიგში საჭიროებების დასაკმაყოფილებელი მოტივების მიხედვით მოქმედებენ. მას შემდეგ კი საშუალო და მაღალი კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას ცდილობენ. იგი, ადამიანის საჭიროებებს პირამიდას ამსგავსებს, რომლებსაც ყველაზე ფართოდან ყველაზე ვიწრო კატეგორიებად ყოფს. პირამიდის საძირკველში ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები აქვს დაყენებული. მათ შორის არის შიმშილის, წყურვილის და საცხოვრებელი გარემოს დაკმაყოფილება. ამ საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ მეორე ეტაპზე სამუშაო, ქონება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება  მოდის. მესამე ეტაპზე კუთვნილება, სიყვარული, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და მსგავსი საკითხები. მეოთხე ეტაპზე პრესტიჟი, სტატუსი და სხვა ცხოვრებისეული ელემენტებია განთავსებული. პირამიდის ყველაზე მაღალ მწვერვალზე ანუ მეხუთე ეტაპზე კი ადამიანის თვითრეალიზაციის დონეა, რომელიც მთავარ მოთხოვნილებებისგან საკმაოდ შორსაა. მუსლოვის აზრით ადამიანი, რომელიც პირამიდის მეხუთე ეტაპის მოთხოვნილებასაც დააკმაყოფილებს, საჭიროებების მოტივაცია მნიშვნელობას და ღირებულებას კარგავს.

სწრაფი განვითარება და შედეგები

მუსლოვის მიერ პიროვნებისთვის შეთავაზებული საჭიროებების იერარქია საზოგადოებისთვის შეთავაზებაც შესაძლებელია. გლობალიზაციის პროცესით, ზოგიერთმა საზოგადოებამ ძალიან მოკლე დროში ძალიან სწრაფი ეკონომიკურ განვითარებას მიაღწია.  ჩინეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა და შეიძლება ითქვას, რომ თურქეთმაც. სანამ თურქეთში ამჟამინდელი მთავრობა მოვიდოდა მმართველობის სათავეში, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 2000 დოლარი გახლდათ. ამჟამად კი ამ რიცხვმა 10 000 დოლარს გასცდა. ასეთი სწრაფი ეკონომიკური განვითარება სხვა სფეროებშიც ნათლად შეიმჩნევა.

ეკონომიკური განვითარების შედეგები

ცვალებადი ეკონომიკის პრიორიტეტები: საზოგადოების მოკლე დროში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, პიროვნებების ეკონომიკურ პრიორიტეტებს რა თქმა უნდა ცვლის. ოჯახები, რომელებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე დუხჭირი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ბავშვებისათვის ხარჯვის მეთოდის ახსნა ურთულდებათ. თურქეთის თვალსაზრისით ეს პროცესი, ჯიბის ტელეფონების არჩევანით შეიძლება დასახელდეს.

ოჯახური ურთიერთობები: ეკონომიკური განვითარება ოჯახურ ურთიერთობებსაც ცვლის. მაშინ როდესაც ბავშვები, ადრე უფროსების მიმართ უფრო მეტი პატივისცემით გამოირჩევდნენ, ეკონომიკური განვითარების შემდეგ უფრო მეტად  თავისუფლები და კრიტიკულები  გახდნენ. 

განათლება: მაშინ როდესაც ოჯახებს უფრო დაბალი შემოსავალი აქვთ, მათი შვილები საკუთარი მიზნების მისაღწევად უფრო მეტს სწავლობენ და გაირჯებიან, მაგრამ, მდიდრების შვილებში ეს ასე არ ხდება.

კულტურა-ხელოვნება-ესთეტიკა: ეკონომიკური განვითარების შემთხვევაში მოსახლეობაში კულტურის, ხელოვნების და ესთეტიკის მიმართ ინტერესი და მოთხოვნებიც უფრო იზრდება. 

პოლიტიკა: 1980-იან წლებში სახელმწიფოები შედარებით უფრო  ავტორიტარული,   მოქალაქეები კი უფრო ტოლერანტული იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის  სახელმწიფოები უფრო დემოკრატიულნი არიან,  მოქალაქეებიც უფრო კრიტიკულნი გახდნენ.  გლობალიზაციის პროცესებით  და ეკონომიკური განვითარებით როგორც ოჯახების,  ასევე, მოქალაქე-სახელმწოფო-საზოგადოებას  შორის ურთიერთობებიც შეიცვალა. ეს ყველაფერი პოლიტიკურ არეალში  და პოლიტიკურ განცხადებებშიც ნათლად აისახება.  მუსლოვის  საჭიროებების იერარქიის მიხედვით, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ფენებში პოლიტიკოსების პირველადი საჭიროებების დაპირებები, შესაბამის შედეგს ვერ გამოიღებს. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, პოლიტიკოსების მხრიდან დანაპირებების შეცვლასაც საჭიროებს. 

სწრაფი განვითარება  და კულტურა

ქვეყნები, რომლებშიც განვითარება სწრაფი ტემპით ხდება, ყველაზე პრობლემური საკითხი სწორედ რომ კულტურაა. როგორც მოგეხსენებათ, სწრაფი ეკონომიკური განვითარება მრავალ სფეროს ცვლის. მაგრამ, კულტურა უფრო ნელი ტემპით იცვლება. ეს ყველაფერი განათლების, პოლიტიკის და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებში ნათლად აისახება. მაშინ როდესაც, სოციალური სტატუსები სწრაფად იცვლება, სოციალური კულტურაც იმ ტემპით უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კულტურის განვითარების სფეროში დაბრკოლებები იქმნება.

გლობალური კომუნიკაცია და ინფორმატიკა

სოციოლოგიური ცვლილება მხოლოდ ეკონომიკის განვითარებით არ შეიძლება აიხსნას. ტექნოლოგიური განვითარება ასევე ინდივიდუალურ-ოჯახურ-სახელმწიფო-საზოგადოებასთან ურთიერთობებსაც ცვლის. ადრე პიროვნებები, ახლო ნათესავებთან, სკოლის მეგობრებთან და სხვა წრეებთან უფრო მეტ დროს ატარებდა. მაგრამ, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ეს ურთიერთობები თანდათან მივიწყებას ეძლევა. ისინი მხოლოდ სოციალური ქსელების მეშვეობით ურთიერთობენ.

დასასრულს მინდა ავღნიშნო, რომ  თუ ისტორიას გარდატეხის პერიოდი გააჩნია, შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში ვცხოვრობთ ჩვენ. ჩვენი შვილები კი ამ პერიოდის პირველი თაობები გახლავთ, ხოლო ჩვენი მშობლები საუკუნეების ტრადიციების ბოლო რგოლი   წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის  პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები