იცით თუ არა, რომ? 27/2019

„ნელი ქალაქი“- Cittaslow

1229693
იცით თუ არა, რომ? 27/2019

„ნელი ქალაქი“

იცითთუარა,რომმსოფლიოშიპოპულარულნელიქალაქის(Cittaslow)მოძრაობასრამდენიმეთურქულიქალაქიცშეუერთდა?       

1999 წელში წარმოქმნილი იდეა „ნელი ქალაქის“ (Cittaslow) თაობაზე დღესდღეობით მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. იმისთვის, რომ ქალაქს ეს სახელი ეწოდოს იგი 70 სხვადასხვა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. შეფასების დროს ითვალისწინებენ გარემოს, ინფრასტრუქტურის, ურბანული ცხოვრების, ტურიზმის პოლიტიკის მსგავს სფეროებში ხელოვნების, სოციალური ინტეგრაციის, სტუმართმოყვარეობის მსგავს პოლიტიკებს. ნელი ქალაქის ქსელისათვის, რომელშიც გაწევრიანება მხოლოდ 50 ათასზე ნაკლები მოსახლეობის ქალაქებს შეუძლია, დადგენილი კრიტერიუმების მიზანია ამ ქალაქებში მდგრადი და მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობა.

ნელი ქალაქის/ Cittaslow-ის ქსელის წევრ ქალაქებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ამოწმებენ და საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში Cittaslow-ს დაგეგმილი ეკონომიკური შემცირების მოძრაობასთან ერთად მისი ლოგოს „ლოკოკინას დროშის“ აღმართვის უფლება ენიჭებათ. პირველი ქალაქი, რომელმაც თურქეთიდან ეს წოდება მოიპოვა იზმირის რაიონი სეფერიჰისარია. 2009 წელში ნელ ქალაქად აღიარებული სეფერიჰისარის შემდეგ ეს წოდება ასევე მოიპოვეს მუღლადან აქიაქამ, ისპარტადან ეღირდირმა, ჩანაქქალედენ გოქჩეადამ, სინოპიდან გერზემ, ბოლუდან გოინუქმა, შანლიურფადან ჰალფეთიმ, ბოლუდან მუდურნუმ, ორდუდან ფერშემბემ, ართვინიდან შავშეთმა, საქარიადან თარაქლიმ, ერზურუმიდან უზუნდერემ, ქირქლარელიდან ვიზემ, ისპარტადან იალვაჩმა, აიდინიდან იენიფაზარმა, მუღლადან ქოიჯეიზმა და ბითლისიდან აჰლათმა. 

 


საკვანძო სიტყვები: #Cittaslow , #ნელი ქალაქი , #იცით თუ არა რომ

მსგავსი ინფორმაციები