28 ივნისი ისტორიაში

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

1226312
28 ივნისი ისტორიაში

1895 წლის 28 ივნისს, ელ სალვადორი, ჰონდურასი და ნიკარაგუა გაერთიანდნენ და "ცენტრალური ამერიკის კავშირი" შექმნეს.

1914 წლის 28 ივნისს, სერბმა სტუდენტმა გავრილო პრინსიპმა, ავსტრო-უნგრეთის მემკვიდრე პრინცი ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე სარაევოში მოკლა. ამ საბაბით ავსტრიაა სერბეთს ომი გამოუცხადდა და ამით პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.

1919 წლის 28 ივნისს, ანტანტას სახელმწიფოებსა და გერმანიას შორის ხელი მოეწერა ვერსალის ხელშეკრულებას, რომლითაც ოფიციალურად დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.

1967 წლის 28 ივნისს, ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაცია მოახდინა.

2006 წლის 28 ივნისს, მონტენეგრო, ე.ი. ჩერნოგორია  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 192-ე წევრი გახდა.

2016 წლის 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში თვითმკვლელური ტერაქტი განხორციელდა, რასაც 45 ადამიანი ემსხვერპლა, 239 დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #28 ივნისი , #ისტორიაში დღეს

მსგავსი ინფორმაციები