იცით თუ არა, რომ? 25/2019

რაჰმი ქოჩის სახელობის მუზეუმი

1226378
იცით თუ არა, რომ? 25/2019

რაჰმი ქოჩის სახელობის მუზეუმი

იცით თუ არა, რომ თურქეთის პირველი მრეწველობის მუზეუმი ჰალიჩზე ანუ ოქროს რქაზე მდებარეობს?

1994 წელში ამოქმედებული რაჰმი ქოჩის სახელობის მუზეუმი ოქროს რქის სანაპიროზე ისტორიულ ღუზების საამქროში გაიხსნა.  

დამაარსებლის რაჰმი ქოჩის პირადი მცდელობებით, შემოწირულობებით და გადმოცემული ექსპონატებით მუდმივად გამდიდრებულ მუზეუმში მე-13 საუკუნეში ციური სხეულების მატების გასაზომად გამოყენებული აპარატურიდან მე-20 საუკუნის  Harley Davidson-ის მოტოციკლეტებით დამთავრებული 800-ზე მეტი ტექნიკური ანტიკური ნიმუშია გამოფენილი.

რაჰმი ქოჩის მუზეუმი,  რომლის მიზანიც არის როგორც ცოდნის შეძენა ასევე გართობა, არ არის მუზეუმი კლასიკური გაგებით. ეს არის ცოცხალი ინტერაქტიული კომპლექსი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუძლიათ სპეციალური ლიფტით გადაადგილება. მუზეუმში მისულ მოსწავლეებს და დამთვალიერებლებს შეუძლიათ შეისწავლონ როგორ მუშაობს ის ნივთები, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ.



მსგავსი ინფორმაციები