19 მაისი ისტორიაში

19 მაისი ისტორიაში

1203715
19 მაისი ისტორიაში

 

1881 წლის 19 მაისი, თურქეთის რესპუბლიკის ჩამომყალიბებელის მუსტაფა ქემალ ათათურქის დაბადების დღეა. 19 მაისის ათათურქის დაბადების დღედ აღნიშვნა, მის 1919 წლის 19 მაისს სამსუნში ჩასვლას და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლას დაწყებას უკავშირდება.

1910 წლის 19 მაისს, ჰალეის კომეტა დედამიწას ძალიან დაუახლოვდა. ჰალეის კომეტა უკანასკნელად 1986 წელს გამოჩნდა მზის შიდა სისტემაში. მეცნიერების გათვლებით 2061 წელს იგი კიდევ ერთხელ გამოჩნდება.

1919 წლის 19 მაისს, ათათურქი შავიზღვისპირა ქალაქ,  სამსუნში  გემით ჩამოვიდა რა, სწორედ აქედან დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა. 1938 წლიდან მოყოლებული კი, 19 მაისი ათათურქმა   ახალგაზრდებს უსახსოვრა და   ეს დღე, თურქეთში ყოველი წლის 19 მაისს, ახალგაზრდებისა და სპორტის დღესასწაულად აღინიშნება.

1935 წლის 19 მაისს, ინგლისში მოტოციკლეტის ავარიის შედეგად 46 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ინგლისელი ჯაშუში, მწერალი და არქეოლოგი თომას ედუარდ ლოურენსი.

1981 წლის 19 მაისს, ათათურქის დაბადების სახლს სალონიკში რესტავრაცია ჩაუტარდა და ვიზიტორებისთვის გაიხსნა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში , #დღეს

მსგავსი ინფორმაციები