25 აპრილი ისტორიაში

25 აპრილი ისტორიაში

1189548
25 აპრილი ისტორიაში

25 აპრილი ისტორიაში

1859 წლის 25 აპრილს ეგვიპტის ქალაქ პორტ საიდში სუეცის არხის გათხრა დაიწყო.

 

ინგლისი - საფრანგეთის ძალებმა, რომელთაც პირველი მსოფლიო ომის დროს სტამბოლის დაკავება უნდოდათ, მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ ჩანაქქალეს სრუტეს ვერ გადალახავდნენ, 1915 წლის 25 აპრილს სახმელეთო ბრძოლები დაიწყეს.

 

1941 წლის 25 აპრილს მუსტაფა ქემალ ათათურქთან ყველაზე დაახლოებული პირი, მისი ბავშვობის მეგობარი და ადიუტანტი სალიჰ ბოზოკი გარდაიცვალა.

 

1974 წლის 25 აპრილს პორტუგალიაში გენერალ ანტონიო სპინოლას მეთაურობით სამხედრო რევოლუცია მოხდა, რომლის დროსაც ძალა გამოყენებული არ ყოფილა. ამ რევოლუციით ევროპის ბოლო დიქტატორი სალაზარი ჩამოგდებული იქნა.

 

2001 წლის 25 აპრილს, ფილიპინების ყოფილი სახელმწიფოს მეთაური ჟოზეფ ესტრადა, მისი ქვეყნიდან 80 მილიონი დოლარის მითვისების ბრალდებით მანილაში მდებარე სახლში დააკავეს.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #25 აპრილი , #აპრილი

მსგავსი ინფორმაციები