18 აპრილი ისტორიაში

18 აპრილი ისტორიაში

1185215
18 აპრილი ისტორიაში

18 აპრილი ისტორიაში

1935 წლის 18 აპრილს რიგით მე-12 ქალთა საერთაშორისო კონგრესი სტამბოლში ილდიზის სასახლეში ჩატარდა. კონგრესზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა ქალთა უფლებები, თანასწორუფლებიანობა, ქალების ეკონომიკურ და პოლიტიკურ არენაზე საკმარისი აქტიურობის უზრუნველყოფა, ასევე რასიზმისა და ჯანდაცვის პრობლემები. კონგრესში, რომელსაც სხვადასხვა რეგიონების ქალთა უფლებების დამცველები ესწრებოდნენ, მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის, ეგვიპტის, საფრანგეთის, რუმინეთის, ავსტრიისა და მათი მსგავსი 30 ქვეყნის 210-მა წარმომადგენელმა.

 

1946 წლის 18 აპრილს ერთა ლიგა დაიშალა. იგი იყო ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა მივიჩნიოთ დღევანდელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საძირკველად. ერთა ლიგა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შვეიცარიაში ქვეყნებს შორის შესაძლო წარმოსაქმნელი პრობლემების მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მიზნით შეიქმნა. გარკვეული ხნით ფუნქციონირებდა, თუმცა  დიდხანს ვერ იარსება.

 

1951 წლის 18 აპრილს პარიზის შეთანხმების ხელმოწერით დაარსდა „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის მწარმოებელთა საზოგადოება“ რითაც დღევანდელი ევროპის კავშირის საძირკველის ჩაყრის პირველი ნაბიჯი გადაიდგა.

 

1954 წლის 18 აპრილს ეგვიპტეში ჯემალ აბდულნასირმა გადატრიალება მოაწყო და ბოლო მოუღო სამეფო რეჟიმს.

 

1955 წლის 18 აპრილს ცნობილი გერმანელი მეცნიერი, ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი ალბერტ აინშტაინი გარდაიცვალა. აინშტაინი თეორიული ფიზიკის სფეროში გაკეთებული აღმოჩენებით მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ფიზიკოსადაა აღიარებული და თანამედროვე ფიზიკის შექმნელადაა მიჩნეული.

 

1989 წლის 18 აპრილს თურქეთში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერებით ჩასახული ბავშვი იზმირში ეგეოსის უნივერსიტეტის ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრში გაჩნდა.  

 



მსგავსი ინფორმაციები