თურქული სამზარეულო 12/2019

„ქისირი“ - KISIR

1183738
თურქული სამზარეულო 12/2019

თურქული სამზარეულო 12/2019

 

ხორბლის ბურღულისგან დამზადებული „ქისირი“ (KISIR)

ხორბალი და ხორბლის პროდუქცია თურქულ სამზარეულოში ხშირად გამოიყენება. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ანატოლიის მიწები და გეოგრაფიული პირობები შესაფერისია ხორბლის მოსაყვანად. თურქების კულტურულ ისტორიაში ხორბალს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ვიდრე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. ხორბალი სიუხვის, ბარაქის სიმბოლოა. ტრადიციულ თურქულ ხელოვნებაში სტილიზებული ხორბლის ფიგურა ხშირად გამოიყენება. ხორბლის მოტივებს ვხვდებით ხალიჩებზე, ფარდაგებზე, კერამიკზე ან ხის მასალზე.

ბურღული, რომელიც ხორბლის დაღერღვით მიიღება, ტრადიციული თურქული სამზარეულოს ერთ-ერთი ძირითადი მასალაა. ბურღულის დასამზადებლად ხორბალს ჯერ რეცხავენ და აშრობენ, შემდეგ გალეწავენ და წისქვილში სხვადასხვა ზომის ნაწილებად ღერღავენ. მსხვილად დაღერღილ ბურღულს უფრო მეტად ბრინჯის მსგავსად იყენებენ, ხოლო მცირე ზომისას კი სალათებში, კატლეტებსა და ტოლმის მოსამზადებლად. დღეს სწორედ ხორბლის ბურღულისგან დამზადებულ „ქისირის“ რეცეპტს შემოგთავაზებთ და იგი თავისუფლად შეუძლიათ დააგემოვნონ ვეგანებმაც. ქისირს შეგვიძლია ერთგვარი სალათიც ვუწოდოთ.

 

ქისირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

2 წყლის ჭიქა წვრილად დაღერღილი ხორბლის ბურღული

2 წყლის ჭიქა ცხელი წყალი

1 სუფრის კოვზი ტომატის პასტა

1 სუფრის კოვზი წითელი წიწაკის პასტა (თუ არ გაქვთ შეგიძლიათ ტომატის პასტის რაოდენობა გაზარდოთ)

1/3 წყლის ჭიქა ზეითუნის ზეთი

1 ცალი კანგაცლილი და წვრილდა დაჭრილი პომიდორი

7-8 ცალი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი

1 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი

1 კონა წვრილდა დაჭრილი ოხრახუში

½ კონა წვრილად დაჭრილი პიტნა

1 ლიმონის წვენი

1 ჩაის კოვზი შავი პილპილი

1 ჩაის კოვზი მარილი

½ ჩაის კოვზი კვლიავი (სურვილის მიხედვით)

9-10 ცალი სალათის ფურცელი

 

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე

წვრილად დაღერღილი ბურღული თასში ჩაყარეთ, დაამატეთ ცხელი წყალი და თასს თავსახური დააფარეთ. დაელოდეთ 15-20 წუთი მანამდე სანამ ბურღული არ დარბილდება. დარბილებული ბურღული კარგად აურიეთ. დაამატეთ ტომატისა და წითელი წიწაკის პასტა, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი და ისევ კარგად აურიეთ. ჩაამატეთ ხახვი, მწვანე ხახვი, პომიდორი, ოხრახუში და პიტნა, მარილი და სანელებლები. თქვენი ქისირი უკვე მზად არის. სუფრასთან შეგიძლიათ სალათის ფურცლებთან ერთად მიიტანოთ.

შეგერგოთ!



მსგავსი ინფორმაციები