3 აპრილი ისტორიაში

3 აპრილი ისტორიაში

1174195
3 აპრილი ისტორიაში

3 აპრილი ისტორიაში

1882 წლის 3 აპრილს ცნობილი ამერიკელი კრიმინალი ჯესი ჯეიმზი მისმა ახლო მეგობარმა ამერიკელმა კრიმინალმა რობერტ ფორდმა თავის არეში დაჭრა და მოკლა. ჯესი ჯეიმზი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად და ბევრი ამერიკული რომანისა და ფილმის გმირი გახდა.

 

1906 წლის 3 აპრილს ძმებმა ლუმიერებმა ფერადი ფოტოგრაფია გამოიგონეს.

 

1930 წლის 3 აპრილს ქალებს პირველად მიენიჭათ არჩევნებში როგორც ხმის მიცემის, ასევე კანდიდატურის წამოყენების უფლება. თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში მიღებული „მუნიციპალიტეტების კანონის“ მიხედვით ქალებს მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ.

 

1937 წლის 3 აპრილს თურქეთის რკინა-ფოლადის მწარმოებელი ქარაბუქის რკინა-ფოლადის ფაბრიკას საძირკველი მუსტაფა ქემალ ათათურქის მითითებით იმ პერიოდის პრემიერმინისტრმა ისმეთ ინონუმ ჩაუყარა.

 

1948 წლის 3 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ხელი მოაწერა ეკონომიკური დახმარებების შემცველ მარშალის გეგმას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნილი ზოგიერთი ქვეყნის დახმარების მიზნით შედგენილი გეგმა 16 ქვეყნას, მათ შორის თურქეთსაც მოიცავდა.



მსგავსი ინფორმაციები