აქტუალური თემის ანალიზი 12

ტარრანტი ქრისტიანი ტერორისტია?

1167211
აქტუალური თემის ანალიზი 12

 

როგორც ცნობილია, 15 მარტს, ახალ ზელნადიელმა მოქალაქემ ბრენტონ ტარრანტმა ორ მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა ავტომატური იარაღით, რასაც 50 მუსლიმანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით კი დაიჭრა. მსოფლიომ მრავალი ტერაქტი იცის, მაგრამ, აქ სამწუხარო ის იყო, რომ ეს თავდასხმა პირდაპირ შუქდებოდა სოციალურ მედიაში და ყველა ნათლად ხედავდა ტარრანტის მიერ მუსლიმანების ხოცვა-ჟლეტას. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის მასალას, რომელშიც იგი წერს...

ტარრანტი რიგითი კაცის მკვლელია თუ ტერორისტია?

ეს კითხვა რა თქმა უნდა რამდენადაც ძალზედ უადგილოა, იმდენადვე ძალზედ მწარეა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არც დასავლელ პოლიტიკოსს თუ მედიას, ზელანდიის ამ ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის მიმართ, სიტყვა ტერორისტული თავდასხმა არ უხმარია.  ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ტერორიზმი, როგორც პოლიტიკური მიზნის მიღწევისათვის ძალისა და ძალადობის გამოყენების დაგეგმვა, ასევე ზეწოლის, მუქარის, დაშინების გზის მეთოდების გამოყენება.  ტარრანტი თურმე მთელი წლების განმავლობაში ამზადებდა ტერაქტის განხორციელებას პირდაპირ ეთერში, რაც კარგად ჩანს მის მიერ ტერაქტამდე გამოქვეყნებული 74 ფურცლიანი მანიფესტი. აქედან გამომდინარე, თუ მის ამ ქმედებას ტერორისტულად არ შევაფასებთ, სხვა რა იქნება ტერორისტული აზრზე არა ვარ. პირადად მე ასე ვფიქრობ, რომ ეს არა არის ინდივიდუალური ქმედება, არამედ მან მეცნიერული მხარდაჭერაც მიიღო და შეიძლება მისი კავშირებიც დადგინდეს სხვადასხვა ტერ ორგანიზაციებთან

დასავლეთში დემოკრატია და თავისუფლება კიდევ უფრო დაუცველი გახდა

ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური უძრაობის გამო, ამ ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ფაშიზმი და რასიზმი, რასაც ადასტურებენ ევროპის ქვეყნებში მომრავლებული რასისტული პარტიებიც, რომელთა ზეგავლენა ამომრჩევლებზე დღითიდღე იზრდება. ეს კი თავისთავად იწვევს დასავლეთის ქვეყნებში ლიბერალური, პლურალისტური და ლიბერალური ჯგუფების ხმათა შემდგომ შემცირებას და შესუსტებას, რამეთუ ისინიც გრძნობენ ზეწოლებს და მუქარებს, რომლებმაც შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლო ომის წინანდელ დონეს მიაღწიეს

რა თქმა უნდა დასავლეთშიც მრავლად გამოხატეს პროტესტი ახალ ზელანდიელის ტერაქტისადმი და ამით მიანიშნეს, რომ მათთვის თავდამსხმელის რელიგიას, ენას, რასას რაიმე მნიშვნელობა არ გააჩნია. განსაკუთრებით ანტიტერორისტული აქტიურობა გამოიჩინა ახალი ზელანდიის პრემიერმა, ქ-მა ჟაკინდა არდერნმა და მისი ეს მაგალითი მისაბაძი უნდა გახდეს დასავლელი ლიდერებისთვის, რამეთუ მისმა მტკიცე დგომამ და რაც მთავარია თავზე თავსაბურის გაკეთებამ, უიმედოებს და უფრო მეტად მის ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმანებს, მომავლის  იმედი გაუჩინა, ისინი მიხვდნენ, რომ მთლად უპატრონოები არ არიან. მანვე ტრამპს მოუწოდა, მუსლიმანების მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოიჩინოს. “ვინც ამ ქვეყანაში არ დაიბადა, მაგრამ, აქ ცხოვრება აირჩია, ჩვენიანია, ხოლო ასეთი საზარელი ტერაქტების ჩამდენები კი, ჩვენს ქვეყანაშიც რომ ცხოვრობდნენ, ჩვენიანს არ წარმოადგენენ“, განაცხადა არდერნმა და ამით საკადრისი პასუხი გასცა თეთრ კანიან ტერორისტებს   

ქრისტიანული ტერორი?

მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედია, მუსლიმანების მხრიდან განხორციელებულ ტერაქტებს მრავალგვარი ეპითეტებით ამკობენ და მთლიანობაში რელიგიას აიგივებენ ტერორთან, ეს არ გამოჩნდა ტარრანთან მიმართებაში და არც ერთ დასავლელს მის მიმართ სიტყვა ტერორისტიც კი არ უხმარიათ, როცა იგი თავის მანიფესტში დასავლეთში მცხოვრები თეთრკანიანების გარდა, ყველას ამოხოცვისკენ მოუწოდებს. იმის გამო, რომ მუსლიმანის მიერ განხორციელებულ ტერაქტს დასავლეთში ისლამს მიაწერენ, ტარრანტის შემთხვევაში მეც მრავალი საბაბი მაქვს იმისა, რომ ეს ტერაქტი კი ქრისტიანულად შევაფასო, მაგრამ, მე ამას არ გავაკეთებ და ყველაზე რბილად მას ჯვაროსნულ ტერორს ვუწოდებ და არა ქრისტიანულს. საბოლოო ჯამში მე დასავლეთელებივით არ მოვიქცევი, რადგან, ტერორს, ჩემი აზრით არ გააჩნია არც რელიგია, არც რწმენა, არც ეროვნება, არც რასა და ა.შ. და მეორეც, რა წმინდა მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს ტერორისტს, მისი სისხლიანი ქმედებები ყოვლად მიუღებელი და დასაგმობია. ასე რომ, თუ დასავლეთელებივით ტერორს ეროვნებად. რელიგიად თუ რასად გავყოფთ, მაშინ მათ წისქვილზე წყალს დავასხამთ

ტარრანტის მიერ განხორციელებული სისხლიანი თავდასხმა, მენტალიტეტით 11 სექტემბრისა და 15 ივლისის მენტალიტეტის მსგავსია, რადგან, ისინი უდანაშაულო ადამიანების, პრინციპების, წესების, ღირებულებებისა და სამართლიანობის წინააღმდეგ არიან  მიმართულნი და არ შეიძლება მათი გაიგივება რომელიმე რელიგიასთან და მრწამსთან

მსოფლიო საზოგადოებრიობა, ერთობლივად უნდა აღუდგეს ყოველგვარ ტერაქტს და ძალადობას, საიდანაც და ვინმესგან რომ არ მოდიოდეს, ამ დროს არ უნდა მოვიძიოთ მიზეზები, რადგან, დედამიწა გლობალური დასახლება გახდა, სადაც ერთად ცხოვრობენ სხვადასხვა ენის, რელიგიის, რასის, მრწამსის, მსოფლმხედველობის ადამიანები და არ უნდა დავუშვათ ჩვენი სოფლის მშვიდობის, სტაბილურობის და თავისუფლების ხელყოფა და მის მაგივრად შუა საუკუნეების შავბნელ ჯურღმულებში დაბრუნება. აქედან გამომდინარე დღევანდელი სტატია ასეთი მოწოდებით მინდა დავასრულო: მთელი მსოფლიოს საღად მოაზროვნე ადამიანებო, მოდით გავერთიანდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველანი სიბნელის ტყვედ გადავიქცევით, წერს ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქუდრეთ ბულბული



მსგავსი ინფორმაციები