თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები  11

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველოს პროექტები 3

1163620
თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები  11

 „თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები“  სახელწოდების ციკლურ პროგრამაში ხუთი   კვირაა; „საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველო“-ს (YTB) საქმიანობებზე ვამახვილეთ ყურადღებას.  მიმდინარე პროგრამაში კი YTB-ს  ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტებიდან, „თურქეთის სტიპენდიანტებზე“, რომელიც 2012 წელს დაიწყო, ვაგრძელებთ საუბარს.   როგორც მოგეხსენებათ გასული კვირის პროგრამაში, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველო-ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტებიდან, „თურქეთის სტიპენდიანტები-ს“, შესახებ ზოგად საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება.  მიმდინარე კვირის პროგრამაში კი თუ ვის შეუძლია „თურქეთის სტიპენდიანტები-ს“ პროგრამაში ჩართულობა,  ამისათვის საჭირო დოკუმენტებზე  და სხვა საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას. 

საჭირო დოკუმენტები

ინტერნეტის მეშვეობით მიმართვების გამკეთებლებს ქვემოთ მოცემული დოკუმენტების წარდგენა ესაჭიროებათ:

      

  • მოქმედი პირადობის დამადასტურებელი საბუთი
  •  ბოლოდროინდელი ფოტოსურათი
  • ეროვნული გამოცდების შედეგები
  •  დიპლომი ან დროებითი დამამთავრებელი სერტიფიკატი
  • აკადემიური .... ოფიციალური ნიშნების ფურცელი (ტრანსკრიპტი)         
  • საერთაშორისო გამოცდის შედეგები    (GRE-ს და   GMAT-ს მსგავსი)
  •  ენის გამოცდის შედეგები  (თუ პროგრამა ითვალისწინებს)
  • კვლევის თემის წერილობითი მაგალითი და შესრულებული სამუშაო (მხოლოდ დოქტორანტურისთვის)

ვის შეუძლია მიიღოს სტიპენდიები?  

 

  •  თურქეთი სტიპენდიები ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ღიაა.
  • აკადემიური მიღწევის მინიმალური დონე, რომელიც საჭიროა სტიპენდიებისათვის:
  • ბაკალავრიატის მქონე განმცხადებლებისთვის: 70%
  • ჯანდაცვის მეცნიერების (მედიცინის, სტომატოლოგიის და ფარმაციის) განმცხადებლებისთვის: 90%
  • მაგისტრატურისა და დოქტორის ხარისხის დაცვის  განმცხადებლებისთვის: 75% 
  • თურქეთის სტიპენდიების მისაღებად აბიტურიენტი  ქვემოთ მოცემულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:  
  • საბაკალავრო პროგრამებისთვის 21 წელს ქვემოთ  უნდა იყოს. 
  • სამაგისტრო  პროგრამებისთვის 30 წელს ქვემოთ  უნდა იყოს. 
  • სადოქტორო პროგრამებისთვის  35 წელს ქვემოთ  უნდა იყოს. 
  • კვლევითი პროგრამებისთვის 45 წელს ქვემოთ  უნდა იყოს. 

რას მოიცავს  სტიპენდიების პროგრამა?

 

  1. ყოველთვიური საჭირო სახარჯი ფული:
    • საბაკალავრო: თვიური  700 თურქული ლირა
    • სამაგისტრო: თვიური  950 თურქული ლირა
    • სადოქტორო: თვიური  1400 თურქული ლირა
    • მკვლევარების სტიპენდია: თვიური  3000 თურქული ლირა
    • თურქული ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლის პროგრამა: თვიური 500 თურქული ლირა
    • საჯარო მოხელეებისა და აკადემიკოსებისათვის საკომუნიკაციო თურქული ენის პროგრამა:  თვიური 2000 თურქული ლირა
  2. სწავლის საფასური
  3. ერთჯერადი წასვლა-წამოსვლის ავიაბილეთები
  4. საცხოვრებელი

    5.    ერთწლიანი თურქული ენის შემსწავლელი კურსი



მსგავსი ინფორმაციები