ტურიზმი თურქეთში 11

უძველესი ნანგრევებით განთქმული ქალაქი ანი

1161227
ტურიზმი თურქეთში 11

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე და უძველესი ნანგრევებით განთქმულ ქალაქ ანის გაგაცნობთ, რომელიც თვითმხილველია მრავალი ცივილიზაციებისა და კულტურისა და 2016 წელს იგი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.

.....

აღმოსავლეთ ანატოლიაში, კონკრეტულად კი ყარსის პროვინციის საზღვრებში მდებარე ანის არქეოლოგიურმა კვლევებმა დაადგინა, რომ ამ დასახლებაში ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ ადრეულ ეპოქებში, რადგან მისი გეოგრაფიული ადგილმდებარება ძალზედ ხელსაყრელი იყო მშვიდობიანი ცხოვრებისთვისაც და მისი დაცვისათვისაც. მართლაც ქალაქი ანი, შუა საუკუნეებში, აბრეშუმის გზის ეპოქაში, მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტის გადაკვეთაზე მდებარეობდა და ამიტომ, რეგიონის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი გახდა.

შემდგომ ხანებში ანი გადაიქცა მულტიკულტურულ კომერციულ ცენტრად და აქ ძლირ განვითარდა ურბანიზმი, არქიტექტურა და ხელოვნება. სხვადასხვა ეპოქებში აქ ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიების, ზარატუსტრას, ცეცხლთაყვანისმცემლების,  ქრისტიანობის და ისლამის მიმდევრები, რამაც გავლენა იქონია ქალაქის არქიტექტურულ სტილზეც და კულტურის დივერსიფიკაციაზეც. იჩქალეში, ე.ი. ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული მე -4 საუკუნეს ნაგებობების ნანგრევები, თვითმხილველები არიან ანის დახურული ქალაქიდან, ღია ქალაქზე გადასვლის პროცესისა და ამ მხრივ რეგიონის სამაგალითო დასახლებას წარმოადგენს.

ანის უძველესი ქალაქი იყო ქართული, სომხური, ბიზანტიური, სელჩუკური და ოსმანური კულტურების შეხვედრის წერტილი. ორმხრივი კულტურული ურთიერთქმედებების ზეგავლენები კარგად ეტყობა და უხდება ქალაქის არქიტექტურულ დიზაინს,  სამშენებლო მასალების და ტექნიკის გამოყენებას, შიდა და გარე დეკორაციებს, რომელიც შემდგომ ეპოქებში ანატოლიასა და კავკასიაში გავრცელდება. მოკლედ, უძველესი ქალაქი ანი, თავისი რელიგიური და სამხედრო სტრუქტურებით, გამოხატავს შუა საუკუნეების ურბანიზმის მახასიათებლებს.

თუმცა, მე-16 საუკუნიდან დაწყებული, ე.ი. საქარავნო მარშრუტების შეცვლის კვალდაკვალ, ქალაქი კარგავს სავაჭრო მნიშვნელობას და იგი დაცარიელებას იწყებს.

დღეს, ანის არქეოლოგიური ზონა 78 ჰექტარზეა განლაგებული. მას აქვს მდიდარი არქეოლოგიური ისტორია, სადაც შეგხვდებათ როგორც რკინისა და ბრინჯაოს ეპოქის, ასევე მე-15 საუკუნის ნაგებობების ნანგრევები. ძველი ქალაქის "შთამბეჭდავი ციხე-გალავნის“ კედლები აშენებულია ჯერ კიდევ 960-იან წლებში და მის შიგნით არსებობს 21 რეგისტრირებული შენობა, რომელიც შედგება საზოგადოებრივი შენობებისგან, სამოქალაქო ნაგებობებისგან, ტაძრისგან, მეჩეთისგან, ეკლესიისგან, სხვა რელიგიური ცენტრებისგან, ქარვანსარაებისგან, აბანოებისგან,  ხიდებისგან და ა.შ.

ანის არქეოლოგიური ქალაქის დასათვალიერებლად თუ გაემგზავრებით ყარსში, არ დაგავიწყდეთ ასევე XII საუკუნეში აშენებული ყარსის ციხის მონახულება, ხოლო ამის პარალელურად შეიძლება კარგი დრო გაატაროთ სარიკამიშისს სათხილამურო ცენტრში, დააგემოვნოთ ცომეულისგან და ბატისგან დამზადებული  განთქმული ადგილობრივი საჭმელები, დაესწროთ უძველეს სპორტულ ღონისძიებებს და ა.შ.

 



მსგავსი ინფორმაციები