8 მარტი ისტორიაში

გთავაზობთ 8 მარტის გამორჩეულ მოვლენებს

1159112
8 მარტი ისტორიაში

1857 წლის 8 მარტს, ნიუ-იორკში, ქსოვილების ფაბრიკაში მომუშავე 40000-მდე ქალი უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით აქციაზე გამოვიდა, რომელიც პოლიციამ დაარბია და ამდროს თვით ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 129 ქალი დაიღუპა. 1910 წელს, კოპენჰაგენში სოციალისტი ქალების საერთაშორისო კონფერენციაზე, ნიუ ორკში დაღუპული ქალების სულის საპატივსაცემოთ 8 მარტი "საერთაშორისო ქალთა დღედ" გამოაცხადეს. მშრომელ ქალთა პირველი 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე კი ოფიციალურად 1921 წელს აღინიშნა.

1906 წლის 8 მარტს აშშ-ს ჯარებმა, 1898 წელს ესპანეთისაგან 20 მილიონ დოლარად შესყიდულ ფილიპინებში მცხოვრები მუსლიმანი მოროელები ამოხოცეს.

1944 წლის 8 მარტს გარდაიცვალა ცნობილი თურქი რომანისტი და ჟურნალისტი ჰუსეინ რაჰმი გურპინარი.

1944 წლის 8 მარტს სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი პროფესორი, კანის და ვენური დაავადებების დიდი სპეციალისტი ჰულუსი ბეჰჩეტი.

1955 წლის 8 მარტს თურქეთში კიბოს დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი პირველი კლინიკა გაიხსნა.


1974 წლის 8 მარტს ექსპლოატაციაში გადაეცა პარიზში ჩარლზ დე კოლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #8 მარტი

მსგავსი ინფორმაციები