თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 4

რას საქმიანობს TİKA?

1132581
თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები 4

მოგესალმებით პატივცემულო რადიომსმენელებო „თურქეთის სოციალურ-კულტურული ორგანიზაციები“  სახელწოდების ციკლურ პროგრამაში გასულ კვირას;  თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) საქმიანობის შესახებ ვისაუბრებთ. ამ კვირაშიც  ამავე  თემაზე გავაგრძელებთ საუბარს...

ინფრასტრუქტურის განვითარების  ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით TİKA-ს პროექტები

1995 წლიდან მოყოლებული მეგობარ ქვეყნებში ეკონომიკის, სოციალურ და კულტურულ პროექტებში მონაწილე TİKA, მას შემდეგ  განათლების და კულტურულ სფეროებში ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყველაფერი დამოკიდებულია კვალიფიციურ და  კარგად განათლებულ კადრებზე. სწორედ ესაა მიზეზი, რომ 1995 წლიდან მოყოლებული TİKA უპირატესობას საგანმანათლებლო ღონისძიებებს ანიჭებს. ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნებში სკოლები ააშენა, ბიბლიოთეკებს, ლაბორატორიებს,  უნივერსიტეტებს და სხვა მსგავს დაწესებულებებს, მიაწოდა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა. როგორც მოგეხსენებათ, 2000-იანი წლებიდან მოყოლებული გლობალიზაციის გავლენა აღმოსავლეთიდან დასავლეთით ბევრი გეოგრაფიაში იგრძნობა. ამ პერიოდიდან მოყოლებული ერთ ენაზე მოსაუბრე ქვეყნებში TIKA-ს მიერ განხორციელებული პროექტები ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

TİKA ასევე, ამ ქვეყნებში საერთო ისტორიული მემკვიდრეობის პროექტების აღდგენაშიც მონაწილეობს.  თურქეთი როგორც მსოფლიო ასევე რეგიონში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი  ქვეყანაა რა, 2000-იანი წლების შემდეგ საგარეო პოლიტიკა შეცვალა. ამასთან ერთად, TİKA-ს საქმიანობის არეალიც გაფართოვდა. მაშინ, როდესაც 2002 წელს მხოლოდ 12 საკოორდინაციო ოფისი ჰქონდა, ეს რიცხვი 2011 წელს 25-მდე, 2012 წელს კი 33-მდე გაზარდა. დღეისათვის ამ ორგანიზაციას მსოფლიოს 59 ქვეყანაში 61 საკოორდინაციო ოფისი აქვს გახსნილი, რომლების მეშვეობითაც 150 ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. თურქეთის მიერ, TİKA-ს მეშვეობით მოძმე და მეგობარი ქვეყნებისთვის გაწეული დახმარება, სამშვიდობო ზონის შექმნას ითვალისწინებს.

TİKA როგორც სახელმწიფო ასევე, არასამთავრობო და კერძო სექტორში ახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს.

მაშინ, როდესაც 2002 წელს თურქეთი, TİKA-ს მიერ განსახორციელებელი პროექტებისათვის 85 მილიონ დოლარს გამოყოფდა, ეს რიცხვი 2017 წლისთვის 8 მილიარდ 120 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ღონისძიებების განმხორციელებელი ქვეყანაა. თურქეთი საკუთარ გამოცდილებებს სხვადასხვა სფეროში, TİKA-ს მეშვეობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას  უზიარებს.

კარგად ბრძანდებოდეთ...



მსგავსი ინფორმაციები