ეროვნული თავდაცვის პროექტები 2
თურქეთის ეროვნული გემი: MİLGEM/მილგემი
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, წყალქვეშა თავდაცვისა და სადაზვერვო-საპატრულო გემის, MILGEM-ის პროექტი წარმოადგენს და იგი სტამბოლის საზღვაო ქვედანაყოფის კუთვნილ დოკში გაშენდა, თანაც მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით და ადგილობრივი ინჟინრების და მუშების მხრიდან. ამ პროექტის ფარგლებში, თურქეთმა უკვე 4 ეროვნული გემი დაამზადა, ხოლო ამის პარალელურად პაკისტანის სამხედრო საზღვაო ფლოტისგან 4 ასეთი გემის შეკვეთა მიიღო. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსის, თარქან ზენგინის მიერ მომზადებულ მასალას, რომელშიც იგი წერს:
სამამულე წარმოების პირველი გემი, რომელიც წყალქვეშა და სადაზვერვო-საპატრულო საქმიანობებს ჩაატარებს, სტამბოლის სამხედრო გემთსაშენში აშენდა. როცა ამ გემის მშენებლობა დაიწყო, რიგი წინააღმდეგობები წარმოიქმნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გემების მშენებლობა გრძელდება. თურქული გემების წარმოება ერდოღანის პრემიერმინისტრობის პერიოდში დაიწყო და იგი ყველანაირ დახმარებას შეჰპირდა რა გემთმშენებლებს, ბოლომდე შეასრულა ეს დაპირებები და დღეს უკვე 4 ცალი თურქული წარმოების გემი, რომელსაც “მილგემი“, ე.ი. ეროვნული გემი დაარქვეს, ექსპლოატაციაშია გადაცემული. ამ გემებმა ისეთი მოწონება დაიმსახურეს, რომ პაკისტანისგან 4 ასეთი თურქული წარმოებიუს გემის შეკვეთაც კი მივიღეთ და ამასთან დაკავშირებით შესაბამის შეთანხმებასაც მოეწერა ხელი. პირველი თურქული გემი, რომლის სახელწოდებაც HEYBELİADA (F-511) არის, ზღვაში 2011 წლის 27 სექტემბერს ჩაუშვეს, მეორე, BÜYÜKADA-ს (F-512) სახელწოდებით 2013 წლის 27 სექტემბერს, მესამე გემი, BURGAZADA (F-513) 2016 წლის 18 ივნისს, ხოლო მეოთხე გემი, KINALIADA (F-514) 2017 წლის 3 ივლისს გადაეცა ექსპლოატაციაში
კორვეტი MILGEM-ი აშენდა მაღალი გამძლეობის ფარგლებში და ამიტომ მისი სტრუქტურა უძლებს დიდი წყალქვეშა აფეთქებასაც. ყოველგვარი ლოგისტიკური მხარდაჭერის გარეშე მას აქვს 10 დღის განმავლობაში საზღვაო მიმოსვლის შესაძლებლობა. ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მას აქვს მოქნილი და სწრაფად ადაპტირებადი კონფიგურაცია. გარდა ამისა, 10 ტონიან ვერტმფრენებს მის გემბანზე დღე და ღამ დაჯდომა აფრენის შესაძლებლობაც გააჩნია
კორვეტ მილგემს წყალქვეშა და წყალზედა ომის, საჰაერო თავდაცვითი ომის, დაზვერვის და თვალთვალის, ასიმეტრიული საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვის და ბრძანების კონტროლის ამოცანების შესრულების უნარი გააჩნია. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სამხედრო ხომალდი.
გარდა ამისა, MILGEM-ს გააჩნია მრავალი ფუნქცია და სისტემები. იმისათვის, რომ შეძლოს მისთვის დაკისრებული მოვალეობის და ამოცანების შესრულება, მას ასეთი ფუნქციებიც გააჩნია:
საჰაერო, წყლის ზედა, წყალქვეშა და ელექტრონული საბრძოლო მიზნების, განვითარებული სამიზნე ძიების და თვალთვალის სისტემები, წყალზედა მართვადი ჭურვებისა და სარაკეტო სისტემები, საჰაერო თავდასხმის საწინააღმდეგო მართვადი მართვადი ჭურვებისა და სარაკეტო სისტემები, წყალქვეშა სამიზნების საწინააღმდეგ ტორპედოს სისტემები, ელექტრონული მხარდაჭერისა და ლაზერული გაფრთხილების სისტემები, სარადარო და თანამედროვე ტექნოლოგიების საბრძოლო სისტემები, ეროვნული სამეთაურო კონტროლისა და სროლის სისტემები და ა.შ., რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა ამ ინტეგრაციას.
მოკლედ, თურქული ეროვნული გემის პროექტი, დღევანდელ ტექნოლოგიურ განვითარებას სრულიად შეესაბამება, აქვს მაღალი სტანდარტების დიზაინი და რაც მთავარია, იგი დამზადდა მხოლოდ საკუთარი, ე.ი. თურქული მასალებით და არის 1--%-იანი სამამულე ნაწარმი, რომლის შეკვეთა უცხოეთისგან, კონკრეტულად, პაკისტანის საზღვაო ფლოტისგან უკვე მივიღეთ, შესაბამის კონტრაქტს მიმდინარე წლის 5 ივლისს მოეწერა ხელი და ამით თურქული სამხედრო კორვეტების პირველ ექსპორტს განვახორციელებთ, რომლითაც ქვეყანა 5 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. სხვათა შორის, პაკისტანის მხრიდან შეკვეთილი 4 კორვეტიდან 2 სტამბოლში დამზადდება, ხოლო 2 კი პაკისტანის ქალაქ კარაჩიში. თურქული გემების წარმოება ქვეყნის ეკონომიკის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება და მომავალში ექსპორტის მოცულობაც საგრძნობლად გაიზრდება, წერს თურქეთის Harb-İş კონფედერაციის სასწავლო განყოფილების უფროსი თარქან ზენგინი