ირაციონალურობის ეპოქა

პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაიმ ქალინის სტატია გაზეთში DailySabah 24.02.2018

920955
ირაციონალურობის ეპოქა

ირაციონალურობის ეპოქა

პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაიმ ქალინის სტატია გაზეთში DailySabah24.02.2018

1885 წელს ნიცშე წერდა „ყველაფერში, რაც თანამედროვე ადამიანს ახასიათებს, არსებობს ელემენტი, რომელიც ლპობას იწვევს.“ ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე კულტურული პესიმიზმის თაობაზე უბრალო განცხადება. ნიცშე არასოდეს ენდობოდა განმანათლებლობის ეპოქის და თანამედროვეობის მაღალ დაპირებებს. და დღეს, როცა ერთ საუკუნეზე მეტი გავიდა, მსოფლიოში ვითარება კიდევ უფრო მეტად დამაბნეველ სურათს გვთავაზობს. 

დასავლური თანამედროვეობის რადიკალურად კრიტიკოსებმა თანამედროვეობის აღსრულებული წინასწარმეტყველების შესახებ საკითხები სერიოზულად განიხილეს. ამ კრიტიკოსებმა თანამედროვეობის ძირითად მოტივად რაციონალურობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მაგიერ ევროპული იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, ბავშვთა შრომა, კაპიტალისტური ექსპლოატაცია, კლასობრივი ბრძოლა და ზეწოლა დაასახელეს. ოსვალდ სპენგლერიდან და მარტინ ჰეიდიგერიდან დაწყებული თ.ს. ელიოტით და მიშელ ფუკოთი დამთავრებული ბევრმა დასავლელმა ინტელექტუალმა ლპობა და დაშლა „მამაცი ახალი სამყაროსთვის” მიმართულების მიმცემ პრინციპებად წარმოაჩინა. მათგან ზოგიერთს ამ ნიჰილიზმის კრიზისის დაძლევის იმედი ჰქონდა. ზოგიერთს კი ეს იმედი არასოდეს ჰქონია. ეს დასავლური თანამედროვეობის პარადოქსებიდან ერთ-ერთია. ერთის მხრივ, თქვენ გაქვთ ევროპულ ცენტრზე დამყარებული მსოფლმხედველობა ახალი მსოფლიოს შესაქმნელად საჭირო უსაზღვრო თავდაჯერებულობა და ამპარტავნება. მეორეს მხრივ, თქვენ გაქვთ ინტელექტუალების, მეცნიერების და ხელოვანების, თანამედროვე სამყაროს ამპარტავანი პრეტენზიების წინააღმდეგ გავრცელებული ურწმუნოება და ღრმა უნდობლობა. ორივე რეალობა თანამედროვე ისტორიის მსვლელობას მე-19 საუკუნიდან აყალიბებს. საბოლოოდ დასავლურმა თანამედროვეობამ გაიმარჯვა, თუმცა გამოიწვია უზარმაზარი წინააღმდეგობების და პარალელური ისტორიებისგან შექმნილი მსოფლიოს წარმოქმნა. ზოგიერთი ეს წინააღმდეგობა ველური და სამარცხვინოა. მსოფლიო ისტორიაში ასეთი დიდი სიმდიდრის დაგროვება ჯერ არ მომხდარა. თუმცა ასევე მდიდრებსა და ღარიბებს შორის ასეთი დიდი უფსკრულიც არ გვინახავს. მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ვერ შეავსო რელიგიური რწმენისა და ტრადიციული ეთიკის ადგილი. დასავლეთის ყველაზე სეკულარულ ქვეყნებში ფარული ლიტერატურის, საიდუმლოებისა და ფანტასტიკური მოვლენების მიმართ ინტერესი იზრდება. რელიგიების მიმართ, თანამედროვე სამყაროს სეკულარული და სამეცნიერო ძალების მხრიდან ნდობის დაკარგვა მოხდა, თუმცა ახალი ენერგიით ისინი ასევ ბრუნდებიან. პიროვნება, თავის დროზე განმანათლებლობის ეპოქის ყველაზე ძვირფასი საჩუქრი იყო.  მაგრამ ეს პიროვნება თანამედროვე ცხოვრების უკიდურესად რთულ და სტრესულ სისტემაში ნადგურდება. ამავდროულად გაიზარდა კომუნიტარიზმის ახალი ფორმები.

მოკლედ, რაციონალურობა და ირაციონალურობა ორივე თანამედროვე მსოფლიოში არსებობს. მაგრამ პოლიტიკური ოპორტუნისტების და ნეოკონი ბანდიტების ბრალდებებისგან განსხვავებით ამ ვითარებას ისლამთან ან სხვა რელიგიასთან ჯიუტი ფორმით არსებობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ისევე როგორც სხვებს, მუსლიმებსაც აწუხებს არსებული მსოფლიო სისტემის შიდა წინააღმდეგობები და უსამართლობის დაუნახაობა. ეს ამავდროულად სახიფათოცაა, რადგანაც ეს სიბრმავე დასავლეთში უმოწყალოდ და სულმდაბლურად გამომჟღავნებულ ანტიისლამურ და ისლამოფობიურ  ტენდეციებს კვებავს, რასიზმისა და ქსენოფობიის ლეგიტიმაციით ნორმალიზაციას ახდენს. ეს პოზიცია დასავლურ ქვეყნებში არსებულ მთავარი მიმართულების პოლიტიკას იტაცებს, და ასაზრდოებს მუსლიმურ სამყაროში რადიკალურ მოძრაობას. ყველაფერ ამას კი ჩვენ თვითგანადგურების გზაზე მივყავართ.   

ისლამისა და მუსლიმების მიმართ თანამედროვეობის პროექტის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება, თანამედროვეობის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად სტრატეგია ვერ იქნება. თანამედროვეობის რაციონალიზმის წარმომადგენლად ჩვენება, ირაციონალურობად წარმოდგენილ ისლამთან კონფლიქტურად შედარება ისლამური და დასავლური ტრადიციების სირთულეების გასაგებად არ შეიძლება იყოს ლოგიკური ნაბიჯი. პიროვნების მიერ საკუთარი იდეალების სხვის რეალობასთან შედარება საკუთარი თავის მოტყუებაა. ისლამისა და მუსლიმების უსაფრთხოების პრობლემად შეფასება ამ ეპოქის, რომელშიც ვცხოვრობთ, პრობლემებზე თვალის დახუჭვას ნიშნავს. იგივე ეხება მუსულიმებს, რომლებიც თავიანთ კომფორტულ ზონაში რჩებიან და საკუთარ პრობლემებს ღია გონებით არ უპირისპირდებიან. დასავლეთის და თანამედროვეობის მუსლიმურ სამყაროში ცუდად მიმავალ ყველაფერში დადანაშაულება, ყოველი შესაძლებლობის დროს ისლამისადმი მუქარის გამომჩენი ევროპის ცენტრისტული მიდგომისგან არაფრით განსხვავდება. ჩვენი ფასეულობებისადმი მჭიდრო კავშირი ყველა რწმენის აუცილებელი პირობაა. მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს კრიტიკული აზროვნებისა და გახსნილობის ნაკლებობის საბაბი. პირიქით ყურანი ჩვენ მოგვიწოდებს გამოვიყენო აზროვნება რათა შევიცნოთ სამყარო და დავიცვათ ჭეშმარიტება და სამართლიანობა და გარემო ვაქციოთ რაციონალზიმითა და სათნოებით სავსე ადგილად.

რაციონალიზმი და ირაციონალიზმი სამყაროში თანაარსებობას გააგრძელებს დ ერთმანეთს მარჯვნივ და მარცხნივ უბიძგებს, რაც გვაიძულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის არჩევანის გაკეთებას. მთავარი შეკითხვა კი ის არის, ჩვენი სათნოების, სიყვარულის და თანაგრძნობის გზაზე წასაყვანად რაციონალიზმს მივცემთ თუ არა შესაძლებლობას.

 


საკვანძო სიტყვები: #იბრაიმ ქალინი , #სტატია , #DailySabah , #გაზეთი

მსგავსი ინფორმაციები