გლობალური პერსპექტივა 3

თუ იერუსალიმი დაეცემა

890333
გლობალური პერსპექტივა 3

გლობალური პერსპექტივა 3.2018

თუ იერუსალიმი დაეცემა

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

იერუსალიმი... მუსლიმანებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის წმინდა ქალაქია. მუსლიმანების პირველი ყიბლე და შუამავალ მუჰამმედის მიღრაჯის ანუ ცად ამაღლების ქალაქია. იავუზ სულთან სელიმის მიერ 1516 წელს აღებიდან, 1917 წლამდე იერუსალიმში  ოსმალეთის მფარველობის ქვეშ ყველა რელიგიის მიმდევარი მშვიდ გარემოში ცხოვრობდა. ისე, რომ საუკუნეების განმავლობაში მექას და მედინასთან ერთად იერუსალიმი ახლო აღმოსავლეთში და მთელს მსოფლიოში მშვიდობის ქალაქებად იყო ცნობილი და მიჩნეული. დღეისათვის კი ისრაელის მხრიდან და სხვა მოვლენებთან ერთად  სისხლის ტბად გადაქცეულ  ამ ტერიტორიებს ზოგიერთები,  ახლო აღმოსავლეთის „ჭაობად“ მიიჩნევენ. 

ახლა კი თემასთან დაკავშირებით, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებებს გთავაზობთ...

აშშ-ს  იერუსალიმის გადაწყვეტილება და გამოხმაურება...

აშშ-მა თავისი შიდა პოლიტიკის კრიტიკის გადასაფარად, იერუსალიმი  ცალმხრივად ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა, რის წინააღმდეგაც მსოფლიო გაერთიანდა. გაეროში ჩატარებულ კენჭისყრაზე მიუხედავად სხვადასხვა სახის მუქარისა, მსოფლიო გაერთიანდა და ამერიკის ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა. მსგავსი შემთხვევა იყო გაეროს უშიშროების საბჭოზეც. 14 ქვეყნის წინააღმდეგ ამერიკა მარტოდ დარჩა. მსოფლიოს მასშტაბით, აშშ-ს მუქარას მხოლოდ 8 ქვეყანამ დაუხარა თავი. ისლამური, აფრიკული, სამხრეთ ამერიკული და შორეული აღმოსავლეთის  ქვეყნებმა ერთ მხარეს დადგნენ. ამერიკის გადაწყვეტილება კი თვით აშშ-სა და ისრაელის ჩათვლით მსოფლიოს მასშტაბით გააპროტესტეს.

აქ, თურქეთის როლზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, როგორც  ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის თანათავმჯდომარე. ასევე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და პაპა ფრანცისკესთან გამართული სატელეფონო საუბრებიც ძალზედ  მნიშვნელოვანია.

იერუსალიმმა ის მუსლიმანი ქვეყნებიც გააერთიანა, რომლებსაც გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება აქვთ. ამ  საერთო მიზანმა ასევე ევროკავშირის და ისლამური ქვეყნებიც  გააერთიანა. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება იერუსალიმის შესახებ პალესტინის გლობალური ცნობიერების შექმნასაც  შეუწყობს ხელს რა, რეგიონში პალესტინისადმი დაწესებულ ბლოკადების დროულად მოხსნის და შერიგების თვალსაზრისით შრომატევადი იქნება.  

მსოფლიო რომ არ შეწინააღმდეგებოდა და იერუსალიმი დაცემულიყო...

აშშ-ის გადაწყვეტილება იერუსალიმის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება ჩვენთვის სასიკეთო ან საზიანო იყოს.  მსოფლიო ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომ არ გამოსულიყო, ცხონებულ ექსპრემიერმინისტრ, ერბაქანის ისრაელის შესახებ გაკეთებული მინიშნება შეიძლება აღსრულებულიყო. ერბაქანი ამბობდა, რომ ისრაელის მიზანი, ტიგროსის და ევფრატის მდინარეებს შორის  არსებულ ტერიტორიაზე დიდი ისრაელის ჩამოყალიბება ანუ „აღთქმული მიწების“  ოკუპირებაა. აღთქმული მიწების დაპატრონების იმედით მყოფი სიონისტები, რომლებიც საკუთარ თავს „რჩეულ ერად“ მიიჩნევენ, მათ ასეთ რასისტულ ქმედებას ისევ ზოგიერთი ებრაელებიც ემიჯნებიან. ჰიტლერის გერმანელების მიმართ გამონათქვამი, რამაც  ნაციზმის იდეოლოგიის გავრცელებას  შეუწყო ხელი,  მათი საშიში ქმედებები და შედეგები  ჩვენ ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს.  აშშ-ს იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ რომ არ გამოსულიყო მსოფლიო შესაძლოა მსგავსი იდეოლოგია და უფრო სავალალო შედეგებიც გვეხილა.

იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ისლამური და ევროპის ქვეყნების გაერთიანებამ კიდევ ერთხელ თვალნათლად  აჩვენა, რომ ისლამსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა,  ურთიერთსაწინააღმდეგო არ უნდა იყოს. აშშ-ს გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა რომ არ გაწეოდა, კიდევ ერთხელ გაძლიერდებოდა ის აზრი, რომ მართალი კი არ არის ძლიერი, არამედ, ძლიერია მართალი, რაც სამომავლოდ ჩაგრულებისთვის დიდი  ტრაგედია იქნებოდა. იერუსალიმის საკითხთან  დაკავშირებით მსგავსი პოზიცია, რომ არ დაფიქსირებულიყო, ძლიერი უფრო გაძლიერდებოდა, ჩაგრულებს კი ყოველგვარი იმედი ამოეწურებოდათ.  ამ გადაწყვეტილების წინაშე კაცობრიობას დუმილის უფლება, რომ გამოეყენებინა, ისრაელის სამხედროების წინაშე გმირულად გამოსული, პალესტინელი გოგო,აჰედის თვალებში როგორ უნდა შეეხედათ? ღაზაში პალესტინელების მხრიდან საკუთარი სახლკარის დაცვის დროს პალესტინელების მხარდასაჭერად იქ ჩასული 24 წლის ამერიკელი მშვიდობის აქტივისტის,  რეიჩელ კორის სახელის ხსენების უფლება ვის ექნებოდა?

ნაციზმი აღარ უნდა განმეორდეს, ებრაელთა ნაციზმის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს მსოფლიო...

კარგით მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისია? რა თქმა უნდა არა. ვინაიდან იერუსალიმი თუ დაეცემა, ყველა დადებითიც უარყოფითად გადაიქცევა. იერუსალიმი, რომ არ დაეცეს ამისათვის პირველ რიგში ლიბერალურმა ებრაელებმა უნდა აღუდგენ ამას წინ.  წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე მეტად ისევ თვითონ დაზარალდებიან ისე, როგორც გერმანიაში დაზარალდნენ ლიბერალური გერმანელები ნაციზმის წინაშე. ამიტომ, ებრაული ნაციზმით მსგავსი სიტუაცია აღარ უნდა დადგეს. როგორც ხედავთ იერუსალიმის საკითხი მხოლოდ მუსლიმანების, ქრისტიანების ან კიდევ ებრაელების საკითხი არ არის, არამედ  კაცობრიობის საკითხია. ვინაიდან, იერუსალიმის დაცემის შემთხვევაში სინდისი, სამართალი და კაცობრიობა დაეცემა,  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები