4 აგვისტო ისტორიაში

4 აგვისტო ისტორიაში

313346
4 აგვისტო ისტორიაში

4 აგვისტო ისტორიაში

1922 წლის 4 აგვისტოს ოსმანი გენერალი ენვერ ფაშა ტაჯიკეთში, რუსი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. ენვერ ფაშა ოსმანეთის პირველი პოლიტიკური პარტიის İttihat ve Terakki-ს, ე.ი. კავშირისა და პროგრესის დამფუძნებელთაგანი იყო. 1913 წელს სტამბოლში განხორციელებული სამხედრო აჯანყების შემდეგ ქვეყნის მმართველობაში სწორედ ეს პარტია მოვიდა. მისივე ინიციატივით გახდა ოსმანეთი გერმანიის მოკავშირე პირველ მსოფლიო ომში, რომლის დროსაც იგი ოსმანეთის სამხედრო მინისტრი და მთავარსარდლის პირველი მოადგილე იყო. იგი ჯერ აზერბაიჯანში იბრძოდა ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ, შემდეგ ტაჯიკეთში

1964 წლის 4 აგვისტოს ამერიკულ ავია გემ Madox-ს, რომელიც ტონკინის უბეში დაცურავდა, ჩრდილოეთ ვიეტნამის სამხედრო ნავებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის კვალდაკვალ ამერიკულმა ბომბდამშენებმა ხსენებული ტერიტორიები დაბომბა. ამ თავდასხმის შემდეგ ამერიკის კონგრესმა მიიღო და დაამტკიცა ტონკინის უბის დადგენილება, რითაც ამერიკის პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება მიეცა ვიეტნამის წინააღმდეგ ყველანაირი დადგენილების გამოტანისა. პრეზიდენტმა გამოიყენა ეს უფლებამოსილება და ვიეტნამში 1964 წელს მრავალწლიანი ომი დაიწყო, რომელიც 1973 წლამდე გაგრძელდა. მაგრამ, ამერიკამ ამ ომში ვერავითარი გამარჯვება ვერ მოიპოვა. ვიეტნამის ომში სულ 2 მილიონამდე ვიეტნამელი და 58 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ტყვედ ჩავარდა კიდევ ათასობით ამერიკელი

1995 წლის 4 აგვისტოს ხორვატიის და ბოსნია-ჰერცოგოვინას არმიამ ნატოს ძალებთან ერთად სერბების წინააღმდეგ ქარიშხლის სახელწოდების ოპერაცია დაწყო ხორვატიის კრაინას რეგიონში. ამ ოპერაციამ 22 დღეს გასტანა და კრაინას დიდი ნაწილი სერბებისგან გაანთავისუფლეს. 400 წელი იყო რაც სერბები ცხოვრობდნენ კნინ კრაინას რეგიონში და ამ ოპერაციის შედეგად აყრილი სერბების ერთი ნაწილი კოსოვასა და მეტოჰიაში, ერთი ნაწილი კი ბოსნია-ჰერცოგოვინის სერბებით დასახლებულ რეგიონებში ჩასახლდნენ. ქარიშხლის ოპერაციას ამერიკელი სამხედროები ხელმძღვანელობდნენ

 

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აგვისტო

მსგავსი ინფორმაციები