2 აგვისტო ისტორიაში

2 აგვისტო ისტორიაში

310935
2 აგვისტო ისტორიაში

2 აგვისტო ისტორიაში

1914 წლის 2 აგვისტოს სტამბოლში ოსმანეთ-გერმანიას შორის სამხედრო ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი და ამით პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ ეს ორი ქვეყანა მოკავშირე გახდა. ამ ფარულ შეთანხმებას ოსმანეთის მხრიდან საიტ ფაშამ, ხოლო გერმანიის მხრიდან ამ ქვეყნის ელჩმა სტამბოლში ვანგერჰეიმმა მოაწერეს. იმავე დღეს ოსმანეთის მასშტაბით მობილიზება და საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ამ შეთანხმებით ეს ორი ქვეყანა ავსტრია-სერბეთის ომში ნეიტრალიტეტს დაიცავდნენ, ხოლო თუ რუსეთი გერმანიას დაესხმოდა თავს,ან რომელიმე სხვა ქვეყანა ოსმანეთს დაესხმოდა, მაშინ, ისინი ერთმანეთს დაეხმარებოდნენ

1967 წლის 2 აგვისტოს თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქ ტრაპიზონში ტრაბზონსპორის სახელწოდების სპორტული კლუბი ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ამ კლუბის ფეხბურთელებმა სუპერლიგაში ექვსჯერ მოიპოვეს თურქეთის ჩემპიონობა. სხვათა შორის ტრაბზონსპორი ერთადერთი ანატოლიური კლუბია, რომელმაც სუპერლიგის ჩემპიონობა მოიპოვა, რადგან, სუპერლიგის ჩემპიონები ყოველთვის სტამბოლური კლუბები, გალათასარაი, ფენერბახჩე და ბეშიქთაში ხდებიან

1990 წლის 2 აგვისტოს სადდამ ჰუსეინის ერაყმა კუვეიტი დაიპყრო, რითაც სათავე დაედო სპარსეთის ყურის ქვეყნების პირველ ომს. ამ ოკუპაციის პერიოდში 700 კუვეიტელი დაიღუპა. მართალია სადდამ ჰუსეინმა ოკუპაციის მიზეზად საზღვრების დარღვევა დაასახელა, მაგრამ, შემდეგ ცხადი გახდა, რომ მას მხოლოდ კუვეიტის მდიდარი ნავთობსაბადოები აინტერესებდა

2001 წლის 2 აგვისტოს სასამართლოს წინაშე წარსდგა ომის დამნაშავე სერბი გენერალი რადისლავ კრსტიჩი. მას ბრალი დაედო 1995 წლის ივლისში ქალაქ სრებრენიცაში მუსლიმანების მიმართ განხორციელებულ მასიურ ხოცვა ჟლეტაში. ჰააგის სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო წაყენებულ ბრალდებაში და 46 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აგვისტო

მსგავსი ინფორმაციები