4 ივლისი ისტორიაში

4 ივლისი ისტორიაში

330955
4 ივლისი ისტორიაში

4 ივლისი ისტორიაში

1546 წლის 4 ივლისს ოსმალეთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მეზღვაურებიდან, ოსმალეთის სახელმწიფოს პირველი ფლოტის კაპიტანი, ბარბაროს ჰაირეთთინ ფაშა, სტამბოლში გარდაიცვალა. ბარბაროს ჰაირეთთინ ფაშამ ხმელთაშუა ზღვაში ოსმალეთის ჰეგემონია გააძლიერა იმდენად, რომ ისტორიკოსებმა ხმელთაშუა ზღვას „თურქული ტბა“ უწოდეს. ბარბაროს ჰაირეთთინ ფაშა, რომლის ნამდვილი სახელი ჰიზირ რეისი იყო, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეზღვაურთაგანია.

1776 წლის 4 ივლისს ამერიკის კონგრესმა ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ინგლისის მიერ 7 წლიანი ომში დახარჯული თანხების ამოსაღებად ამერიკაში არსებულ კოლონიებზე მძიმე გადასახადების დაწესებით დაწყებული შიდა ომი საფრანგეთის, ესპანეთის და ჰოლანდიის მიერ ამერიკის მხარდაჭერით საერთაშორისო ომში გადაიზარდა. 1776 წლის 4 ივლისს კი ამერიკის კონგრესმა ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1918 წლის 4 ივლისს მურად მეხუთე, აბდულჰამიდ მეორისა და მეჰმედ მეხუთე რეშადის უმცროსი ძმა, ოსმალეთის სახელმწიფოს ბოლო ფადიშაჰის მეჰმედ მეხუთე ვაჰიდეთთინ სულთან რეშადის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა.

1960 წლის 4 ივლისს საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში სამხედრო U-2 სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებით საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ უმაღლეს დონეს მიაღწია. რუსეთმა დაიმუქრა, რომ ყველა იმ ქვეყანას დაბომბავდა, რომლებიც ამერიკასთან თანაშრომლობდნენ. ამერიკამ ჯერ ფაქტი უარყო თუმცა პილოტის ცოცხლად აყვანის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა. იმ პერიოდის CIA-ს შეფმა რიჩარდ ბისელმა მომდევნო წლებში განაცხადა, რომ 4 ივლისს U-2-ის დავალება მოსკოვი და ლენინგრადი იყო და ეს ფრენები რეგულარულად ხორციელდებოდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #ივლისი

მსგავსი ინფორმაციები