3 მაისი ისტორიაში

3 მაისი ისტორიაში

259185
3 მაისი ისტორიაში

3 მაისი ისტორიაში

1481 წლის 3 მაისს გარდაიცვალა ოსმანეთის და საერთოდ მსოფლიოს ერთ ერთი უდიდესი სამხედრო სარდალი და სტამბოლის დამპყრობი სულთანი მეჰმეტ მეორე. ოსმანეთის რიგით მეშვიდე ფადიშაჰი მხოლოდ 21 წლის იყო, როცა სტამბოლი დაიპყრო და ბოლო წერტილი დაუსვა აქმადე მსოფლიოს ყველაზე უძლიერეს ბიზანტიის საიმპერატოროს. თანამედროვეობის უდიდესი სარდალი მეჰმეტ მეორე ამავე დროს უდიდესი სახელმწიფო მოღვაწეც გახდა და მან ოსმანეთის საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა. მრავალი სამხედრო თუ სამოქალაქო რეფორმების გატარების შემდეგ მეჰმეტმა ოსმანეთი იმ დროის მსოფლიო უდიდეს ზესახელმწიფოდ გადააქცია. 1475 წელს მან ყირიმიც დაიპყრო რა შავი ზღვა მთლიანად ოსმანეთის ხელში გადავიდა, ამიტომაც მას თურქულ ტბას ეძახოდნენ. პირველად სწორედ მისი ჯარები მიადგნენ ქალაქ ბელგრადს და ალყა შემოარტყეს, თუმცა მისი აღება ვერ შესძლეს. ერთ ერთი ანატოლიური ლაშქრობის დროს მეჰმეტი ავად გახდა და ექიმებმა ვერ შესძლეს მისი გადარჩენა. მისი ნეშტი სტამბოლის ფატიჰის სახელობის მახლობლად განისვენებს

1920 წლის 3 მაისს თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა მინისტრთა საბჭოს პირველი შემადგენლობა დაასახელა და ასე შეიქმნა ოსმანეთიდან თურქეთის რესპუბლიკაზე გადასვლის პროცესში პირველი მთავრობა, რომელთაც აღმასრულებელ ვექილებსაც ეძახოდნენ. პირველი შეკრება მინისტრთა საბჭომ მუსტაფა ქემალის თავჯდომარეობით 5 მაისს ჩაატარა. პირველ მთავრობაში ძირითადად ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ბრძოლის გმირები, სარდლები და განმანათლებლები შედიოდნენ


1991 წლის 3 მაისი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ სპეციალური დადგენილება მიღებულ იქნა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ეს დღე ფაქტიურად მიუძღვნეს ჟურნალისტური საქმიანობების შესრულებისას დაღუპულ მას მედიის საშუალებების წარმომადგენლებს და დაადგინეს რომ ამიერიდან ყოველთვის მიეგოთ პატივი დაღუპული კოლეგებისათვის. პირველი რეზოლუცია ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ იქნა გაეროში შემავალ UNESCO-ს მხრიდან ნამიბიის ქალაქ ვინდოეკში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე

1963 წლის 3 მაისს სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი მწერალი აბდულჰაკ შინასი ჰისარი. იგი ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თავიდან ლიტერატურული შემოქმედება ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიებით დაიწყო და მისმა წერილებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. იგი ითვლებოდა როგორც რესპუბლიკური, ასევე ოსმანური თაობის მწერლადაც. 1930 წელს იგი სტამბოლიდან ანკარაში გადმოსახლდება და მუშაობას დაიწყებს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისი ნაწარმოებები მრავალ უცხოურ ენაზეცაა თარგმნილი

 


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მაისი

მსგავსი ინფორმაციები