11 აპრილი ისტორიაში

11 აპრილი ისტორიაში

233167
11 აპრილი ისტორიაში

11 აპრილი ისტორიაში​

1920 წლის 11 აპრილს მეჯლისი მებუსანი ანუ პარლამენტი დაითხოვეს. ოსმალეთის სახელმწიფოში კონსტიტუციის მიხედვით დაარსებული პირველი და მეორე მოწვევის მეჯლისი მებუსანი სტამბოლის საოკუპაციო ძალების ზეწოლით ოფიციალურად იქნა დათხოვნილი. მეჯლისმა მუშაობა 1877 წელში დაიწყო და 1878 წელში რუსეთთან ომის გამო შეაჩერა, 1912 და 1918 წლებში კი იგი ფადიშაჰმა დახურა. მეჯლისი მებუსანის ბოლო დათხოვნის შემდეგ ანკარაში დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა დაიწყო მოვალეობის შესრულება.

1939 წლის 11 აპრილს ფალავანი ქურთდერელი მეჰმედი გარდაიცვალა. ცნობილი თურქი ფალავანი ქურთდერელი მეჰმედი ბალიქესირში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბალკანეთში დაბადებული და ბალიქესირის სოფელ ქურთდერეში დასახლებული ფალავანი მეჰმედი ფადიშაჰ აბდულჰამით მეორეს ჭიდაობაში შეჯიბრის დროს არ მოეწონა, რის გამოც იგი ევროპაში წავიდა. მან საფრანგეთში, ინგლისსა და აშშ-ში გამართულ შეჯიბრებებში დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ბოლო ჭიდაობის ტურნირში 1911 წელში სტამბოლში მიიღო მონაწილეობა და იქაც გაიმარჯვა. იგი ამბობდა: „მე ყველა ჭიდაობის დროს ვფიქრობ, რომ ჩემს უკან თურქი ერი დგას“. 1931 წელს ფალავანი ქურთდერელი მეჰმედი მუსტაფა ქემალ ათათურქმა ფულადი ჯილდოთი 1000 ლირით დააჯილდოვა.

1970 წლის 11 აპრილს აპოლო 13კოსმოსში გაუშვეს. მოგზაურობის დროს კოსმოსურ ხომალდში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანება წარმოიქმნა, რამაც ხომალდში ჟანგბადის დონის დაცემა და ენერგო დეფიციტი გამოიწვია. კოსმოსში გაშვებიდან ორი დღის შემდეგ მომხდარი ავარიის შემდეგ ეკიპაჟმა საკუთარი მცდელობით ე. წ. „მთვარის ობობა“ სამაშველო ნავის მსგავსად გამოიყენა და დედამიწაზე დაბრუნება მოახერხა. აპოლო 13-ის მიერ უწყლობის, დაბალი ტემპერატურისა და ენერგო პრობლემების მიუხედავად დედამიწაზე დაბრუნება კოსმოსის ისტორიის ყველაზე საინტერსო სამაშველო ოპერაციად ითვლება.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აპრილი

მსგავსი ინფორმაციები