10 აპრილი ისტორიაში

10 აპრილი ისტორიაში

232693
10 აპრილი ისტორიაში

10 აპრილი ისტორიაში​

1845 წლის 10 აპრილს დაარსდა თურქეთის პოლიცია. ოსმალეთში მიღებული გადაწყვეტილებით ზაბითას ანუ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ ორგანიზაციას „პოლიცია“ დაერქვა და მან ფუნქციონირება რესპუბლიკის გამოცხადებამდე გააგრძელა. 1922 წელში სტამბოლში გაუქმებული იქნა „უშიშროების საზოგადოებრივი სამსახური“ და ანკარაში არსებულ „უშიშროების საზოგადოებრივი სამსახურის“ დაქვემდებარებული დაწესებულება გაიხსნა.

1919 წლის 10 აპრილს მექსიკის რევოლუციის ცნობილი წარმომადგენლებიდან ემილიანო ზაპატა პოლკოვნიკმა ხესუს გუაჟარომ მოკლა. ქვეყანაში მიწის მფლობელთა ბატონობის მოსასპობად ზაპატამ მიწის რეფორმების წინადადება წამოაყენა, რომელიც უარყოფილი იქნა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ზაპატა მთელი ცხოვრება ხელისუფლებას ოპოზიციაში ედგა. მან მთელი ცხოვრება გლეხების მიერ მიწის მოპოვებისა და დიქტატურის აღმოფხვრისათვის ბრძოლას მიუძღვნა და გარდაცვალების შემდეგ ზაპატა მექსიკაში სახალხო გმირად იქნა გამოცხადებული.

1941 წლის 10 აპრილს დამოუკიდებელი ხორვატიის სახელმწიფო შეიქმნა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა ზაგრებში დამოუკიდებელი ხორვატიის სახელმწიფოს დაარსება გამოაცხადეს. ომის დროს იუგოსლავიის, გერმანიისა და იტალიის მიერ ანექსირებით რეგიონში დაარსებულ ახალ სახელმწიფოში გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს გენოციდის პოლიტიკა რეგიონში გადაიტანეს და ასი ათასობით სერბი, ებრაელი და ბოშა ამოხოცეს.

1950 წლის 10 აპრილს ცნობილი თურქი სარდალი ფევზი ჩაქმაქი სტამბოლში გარდაიცვალა. ჩაქმაქი ბალკანეთში სერბებისა და ალბანელების მიერ მოწყობილი აჯანყებები წინააღმდეგ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას და ბალკანეთის ომში ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი გახლდათ. პირველ მსოფლიო ომში ჩანაქქალეს, კავკასიისა და სირიის ფრონტებზე იბრძოდა და განმანთავისუფლებელი ბრძოლის ყველა ეტაპზე მუსტაფა ქემალის გვერდით იდგა, რესპუბლიკის პერიოდში მუსტაფა ქემალის შემდეგ იგი გახლდათ გაერთიანებული შტაბის მეთაური და თავდაცვისა მინისტრისა და რესპუბლიკის პირველი გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტზე დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აპრილი

მსგავსი ინფორმაციები