2 აპრილი ისტორიაში

2 აპრილი ისტორიაში

290336
2 აპრილი ისტორიაში

2 აპრილი ისტორიაში

1453 წლის 2 აპრილი სტამბოლის ალყაში მოქცევის დღეა. ფათიჰ სულთან მეჰმედმა სტამბოლის დასაპყრობად მოწინავე ჯარების შეკრება დაიწყო. იმავე დღეს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე მეთერთმეტემ ბოსფორის სრუტეში შემავალი ჰალიჯის უბის შესასვლელის ჯაჭვით დაქსელვის ბრძანება გასცა. 770 წლიდან მოყოლებული ბიზანტიის მხრიდან ქალაქის დასაცავად გამოყენებული ჯაჭვები სპეციალური მოწყობილობით ზღვის ზედაპირზე ჩერდებოდა და ამის წყალობით მტრის გემები ჰალიჯის უბეში ვერ შედიოდნენ. ბიზანტიელებმა როდესაც ოსმალეთის არმიის სტამბოლისკენ დაძვრა შეამჩნიეს, ქალაქის შემოსასვლელი კარები ჩაკეტეს და ამის პარალელურად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ჰალიჯის შესასვლელის ჯაჭვებით დაქსელვამ ოსმალეთის არმია შეაფერხა, მაგრამ სულთანმა გემები ხმელეთიდან გადაიყვანა და ბიზანტიის გეგმებიც ჩაშალა.


1891 წლის 2 აპრილს აჰმედ ვეფიქ ფაშა გარდაიცვალა. ოსმალეთის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და დრამატურგი აჰმედ ვეფიქ ფაშა სტამბოლში გარდაიცვალა. 1878 და 1882 წლებში იგი ორჯერ ვეზირად იყო არჩეული. ვეფიქ ფაშა უმაღლესი განათლების მისაღებად პარიზში წავიდა, სადაც ფრანგული შეისწავლა, შემდეგ კი ინგლისში ინგლისურის სასწავლებლად წავიდა. იგი ამ ორივე ენას უმაღლეს დონეზე ფლობდა. ფაშა როდესაც ირანის დედაქალაქ თეირანში ელჩად იქნა დანიშნული, საელჩოს ბინასთან თურქეთის დროშა აღმართა. ამის შემდეგ საელჩოსთან დროშის აღმართვა ტრადიციად გადაიქცა. იგი ასევე ერთ დროს პარიზის ელჩის მოვალეობასაც ასრულებდა და თავდაცვის სამინისტროშიც მუშაობდა. აჰმედ ვეფიქ ფაშა როგორც წარმატებული პოლიტიკოსი, ასევე წარმატებული დრამატურგიც იყო. მან თურქულ თეატრს მნიშვნელოვანი ნაწარმოებები დაუტოვა.

1987 წლის 2 აპრილს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ კოსმოსში ერთობლივი თანამგზავრის გაშვება გადაწყვიტა. სტამბოლში განხორციელებულ შეკრებაზე თურქეთმა, პაკისტანმა და ირანმა საკომუნიკაციო სატელიტის ერთობლივად გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. 1985 წელში ჩამოყალიბებულ ამ ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისგან გამოყოფილი თურქულენოვანი სახელმწიფოებიც შეუერთდნენ. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ცენტრი სტამბოლია.


2008 წლის 2 აპრილს ბოლო სამხედრო ვეტერანი გარდაიცვალა. თურქეთის განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილე ბოლო ვეტერანი იაკუბ სათარი 110 წლის ასაკში თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში გარდაიცვალა. 1898 წელს ყირიმში დაბადებული იაკუბი, რუსეთის ზეწოლის შედეგად ოჯახთან ერთად ესქიშეჰირში გადმოსახლდა. იგი პირველ მსოფლიო ომის პერიოდში ერაყში ბასრას ფრონტზე, ხოლო თურქეთის განმანთავისუფლებელ ბრძოლაში კი საქარიას მოედნის ფრონტზე ბერძნების წინააღმდეგ იბრძოდა. ბასრას ფრონტზე ბრძოლის დროს იგი ტყვედ ჩავარდა, სადაც ორი წელი გაატარა. შემდეგ კი ტყვეების გაცვლის მეთოდით იგი სტამბოლში ჩამოვიდა და ეროვნულ განმანთავისუფლებელ ბრძოლაშიც ჩაერთო.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #აპრილი

მსგავსი ინფორმაციები