30 მარტი ისტორიაში

30 მარტი ისტორიაში

286701
30 მარტი ისტორიაში

30 მარტი ისტორიაში

1814 წლის 30 მარტს ბოლო წერტილი დაესვა ნაპოლეონის ომებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კოალიციის ძალები პარიზში შევიდნენ და ამით დასრულდა იმ დროისათვის მსოფლიოს ყველაზე სისხლიანი ომი. როგორც ცნობილია ეს ომი 15 წელს გრძელდებოდა და მის ფარგლებში შეტაკებები მოხდა თითქმის მთელს ევროპაში, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში, ჩრდილოეთ ამერიკის ერთ ნაწილში, ეგვიპტეში და მას შეეწირა მთლიანობაში 5 მილიონზე მეტი კაცი. ნაპოლეონმა 5 ომი გადაიხადა კოალიციურ ძალებთან, დიდი ბრძოლები გამართა რუსეთში და ეგვიპტეში, საბოლოო ჯამში დამარცხდა და ტახტიდან გადაგა რა, კოალიციის ზალებმა იგი კუნძულ ელბაზე გადაასახლა

1842 წლის 30 მარტს მთელს მსოფლიოში პირველი ანესთეზია გაკეთდა ქირურგიაში. ანესთეზია პირველად ამერიკელმა ექიმმა გრაუფორდ ლონგმა ერთი ავადმყოფის კისერზე ამოსული სიმსივნის ამოცლის დროს გამოიყენა და ამ დროს ეთერით დასველებული სახოცი პაციენტის სახეზე და კისერზე დაადო და ასე უმტკივნეულოდ ჩაატარა ოპერაცია. სხვათა შორის ლონგამდე ანესთეზია კბილის ექიმმა უილიამ მორტონმა ერთ ერთი ავადმყოფის კბილის ამოღებისას გამოიყენა, თუმცა ქირურგიაში ლონგის მიერ ეთერის გამოყენების შემდეგ ეს მეთოდი შემდგომში მთელს მსოფლიოში გავრცელდა

1856 წლის 30 მარტს პარიზში ხელი მოეწერა ზავს, რომლითაც დასრულდა რუსეთ-ოსმანეთს შორის ყირიმისათვის წარმოებული ომი და რომელშიც ოსმანეთმა გაიმარჯვა. ამ ზავს ხელი მოაწერეს ერთის მხრივ რუსეთმა, ხოლო მეორეს მხრივ ოსმანეთმა და მისმა მოკავშირეებმა ამ ომში ინგლისმა და საფრანგეთმა. ამ ზავის პირობებით მოწინააღმდეგე მხარეებმა დატოვეს ის ტერიტორიები, რომლებიც დაიპყრეს თვით ომის მიმდინარეობის დროს. ევროპელებმა სწორედ ამ ზავით აღიარეს პირველად ოსმანეთის ევროპულობა და ამასთან ერთად გარანტიის ქვეშ აიყვანეს ამ ევროპული სახელმწიფოს, ე.ი. ოსმანეთის ტერიტორიული მთლიანობა. პარიზის ზავითვე შავი ზღვა ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და მასში არც ერთ სახელწმიფოს არ უნდა ჰყოლოდა სამხედრო ფლოტი. ამ ზავით ყველაზე მეტად ინგლისმა ისარგებლა, რომელმაც შავ ზღვაში უცხო სამხედრო ფლოტის არსებობის აკრძალვით ინდოეთისკენ მიმავალი გზები გარანტიის ქვეშ აიყვანა. მოკლედ, პარიზის ზავით ყველაზე მეტი ეკონომიკური სარგებელი ინგლისმა და საფრანგეთმა ნახეს

1956 წლის 30 მარტს სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი პოეტი, მწერალი და იურისტი მიტჰატ ჯემალ კუნტაი. სწორედ იგი წარმოადგენს პირველ თურქ სამართლის დოქტორს. 1903 წელს კუნტაი გაეცნობა იმ დროის ყველაზე პოპულარულ პოეტ მეჰმეტ აქიფ ერსოის, რომლის ზეგავლენით კალამს ჯერ პოეზიაში და შემდეგ პროზაში გამოცდის რა, ასე დაიწყება მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა. კუნტაი შედიოდა იმ 40 პოეტში, რომლებმაც სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად 100 წლის წინ მომხდარ ჩანაქკალეს ომში მიიღეს მონაწილეობა, ხოლო ამის შემდეგ იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაშიც ჩაება, რის დასრულების შემდეგ ლექსების კრებულები გამოსცა და მათში უმღერა ჩანაქკალეს და ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებში გამარჯვებებს. მისი რომანი სამი სტამბოლი 1983 წელს სერიალად იქნა გადაღებული და დიდი მოწონება დაიმსახურა. მიტჰატ კუნტაი თარგმნით მოღვაწეობასაც ეწეოდა და ფრანგულიდან მრავალი ლექსი და რომანი გადმოთარგმნა


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები