23 მარტი ისტორიაში

23 მარტი ისტორიაში

698707
23 მარტი ისტორიაში

ისტორიაში დღეს 23.03.2015

1481 წლის 23 მარტს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ოსმანეთის ეპოქის ერთ ერთი თვალსაჩინო ისტორიკოსი აჰმეტ აშიქფაშაზადე. იგი ოსმანეთის ძლევამოსილ არმიას ლაშქრობებში დაჰყვებოდა და დეტალურად აღწერდა ოსმანეთის ევროპულ თუ აზიურ ომებს. მან 1453 წლის მაისში ოსმანურ არმიასთან ერთად, რომელსაც კონსტანტინოპოლის დამპყრობი ფადიშაჰი მეჰმედ მეორე ხელმძღვანელობდა, მონაწილეობა მიიღო ამ ქალაქის დაპყრობაში და ფართოდ აღწერა ომის სცენებიც. სხვათა შორის მისი ლიტერატურული ენა ძალზედ სადა და უბრალო იყო და ოსმანეთის ისტორია, მისი შექმნიდან, ე.ი. 1299 წლიდან 1478 წლამდე დეტალურად აღწერა  

1855 წლის 23 მარტს, პარასკევს, ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ დოლმაბაჰჩეს მეჩეთი ახლიდან გაიხსნა მლოცველებისათვის და მუსლიმანებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარასკევის, ე.ი. ჯუმა ნამაზის ლოცვა შეასრულეს. სარესტავრაციო სამუშაოებს აკონტროლებდა სულთან აბდულმეჯიდის დედა ბეზმი ალემი, თუმცა ნაადრევი სიკვდილის გამო ვერ იხილა რესტავრირებული მეჩეთი და მის მაგივრად მეჩეთის მშენებლობა დაასრულა მისმა ვაჟმა, ოსმანმა სულთანმა აბდულმეჯიდმა. მეჩეთის არქიტექტურა უნიკალურ სტილზეა აგებული და ბაროკოს ნიშნებიც გააჩნია

1921 წლის 23 მარტს ატათურქის ხელმძღვანელობით ანატოლიაში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფარგლებში მეორე ინონუს ბრძოლა დაიწყო. თურქი ჯარები ერთდროულ შეტევაზე გადავიდნენ ესკიშეჰირის და აფიონის ფრონტებზე და უკუაგდეს რა ბერძნული ჯარები, ასე მიეცა სტარტი მორიგ გამარჯვებას, რამეთუ პირველი ინონუს ომშიც დაამარცხეს თურქებმა ოკუპანტი ბერძნები. ამ ორივე ბრძოლას ათათურქის მარჯვენა ხელი და თურქი ჯარების სარდალი ინონუ მეთაურობდა და ამიტომ ჰქვია ამ ომებს მისი სახელი. მეორე ინონუს ომში დამარცხებულ ბერძნულ არმიაში 4 ათასზე მეტი ჯარისკაცი იქნა მოკლული და შეშინებულმა ფრანგებმა ქალაქი ზონგულდაკი დატოვეს, ხოლო იტალიელები სამხრეთ ანატოლიის ქალაქებს გაეცალნენ. ეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა თურქების გამარჯვებით დასრულდა და მან სათავე დაუდო ახალი თურქული სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის შექმნას

2001 წლის 23 მარტს საბჭოთა კავშირის მხრიდან კოსმოსში მოწყობილმა კოსმოსურმა სადგურმა “Mir“-მა დაასრულა თავისი ფუნქცია და წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა. ამ კოსმოსურ სადგურზე პირველი მოდული 1986 წელს გაიგზავნა და 1996 წლამდე მრავალი სხვა მოდულიც გაიგზავნა, რომლებიც წარმატებით შეუპირისპირდნენ ამ სადგურს. მოკლედ, მირმა და მასზე დამონტაჟებულმა ლაბორატორიამ ხელი შეუწყო კოსმოსის ათვისებას. მასზე ძირითადად სამ წევრიანი რუსი, ამერიკელი ან საერთაშორისო ეკიპაჟები მუშაობდნენ ზოგჯერ მოკლე და ზოგჯერ ხანგრძლივი დროით.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები