14 მარტი ისტორიაში

14 მარტი ისტორიაში

262673
14 მარტი ისტორიაში

14 მარტი ისტორიაში

1827 წლის 14 მარტს ოსმალეთის სახელმწიფოში პირველი დასავლური ტიპის სამედიცინო სასწავლებელი მექთები თიბბიე სტამბოლში, შეჰაზებაშიში, თულუმბაჯიბაშის რეზიდენციაში გაისნა. სუთან მაჰმუდ მეორის პერიოდში დაარსებული სამედიცინო სასწავლებლის დაარსების დღე 1919 წელში ოკუპაციის ქვეშ მყოფ სტამბოლში სამედიცინო სასწავლებლის მოწაფეებმა აღნიშნეს და 14 მარტი თურქეთში მედიცინის დღესასწაულად იქნა აღიარებული.

1923 წლის 14 მარტს ანკარაში დაარსდა ფეხბურთის კლუბი „გენჩლერბირლიკი“. ანკარაში დაარსებული პირველი გუნდებიდან „ანკარა სულტანის“ს მწვრთნელმა ექრემ ბეიმ ზოგიერთი ახალგაზრდა სპორტსმენი არ მიიღო, როლებმაც სხვა გუნდი ანუ „გენჩლერბილიკი“ ჩამოაყალიბეს და მათ პირველივე შეხვედრაში „ანკარა სულთანისი“ 3-0 დაამარცხეს. კლუბმა წლების მანძილზე მრავალი ფეხბურთელი შესძინა თურქულ ფეხბურთს. ეროვნული ლიგის პერიოდში 1941 და 1946 წლებში ორჯერ მოიპოვა ჩემპიონობა, ამასთანავე მოგებული აქვს თურქეთის თასიც.

1965 წლის 14 მარტს გერმანიასა და ისრაელს შორის დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობების დაარსება. 1960 წელში ამერიკის შუამავლობით ნიუ-იორკში ორმა ქვეყანამ პირველად დაამყარა ოფიციალური კავშირი და პირველი შეხვედრა გაიმართა პრემიერების დონეზე. ამ ორ ქვეყანას შორის ნამდვილი ურთიერთობები კი 1965 წელში გერმანიის მიერ ისრაელის სახელმწიფოს აღიარებით დაიწყო და ამავე წელს ისრაელში გაიხსნა გერმანიის საელჩო.

1977 წლის 14 მარტს ცნობილი თურქი მხატვარი ჰიქმეთ ონატი სტამბოლში გარდაიცვალა. ჰეიბელიადაზე საზღვაო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მან ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილებაზეც ისწავლა, რის შემდდეგაც პარიზში გაემგზავრა და მუშაობა იქ გააგრძელა. ონატი თურქულ მხატვრობაში ნატურმორტებით გამოირჩევა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები