7 მარტი ისტორიაში

7 მარტი ისტორიაში

446521
7 მარტი ისტორიაში

7 მარტი ისტორიაში

1917 წლის 7 მარტს ამერიკაში გაყიდვაში გამოვიდა ჯაზის პირველი ფირფიტა. ეს ფირფიტა, რომელიც ოფიციალურად ჯაზის დაბადებად ითვლება, ნიუ ორლეანსში “Dixieland Jazz Band”-ის სახელწოდების ჯგუფმა გამოუშვა. ჯაზი, რომელიც აფრიკული ტომების მუსიკისაგან მოდის, ამერიკაში მე-19 საუკუნეში მონებმა ჩაიტანეს. ჯაზის შესრულება დროთა განმავლობაში თანამედროვე მუსიკალური ინსტრუმენტების მეშვეობით დაიწყო, რითაც მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჟანრად იქცა.

1986 წლის 7 მარტს სტამბოლის კანდილის ლიცეუმში გაჩენილი ხანძრის შედეგად ადილე სულთანის სასახლე მთლიანად დაიწვა. 1876 წელში სულთან აბდულაზიზის ბრძანებით საზაფხულო სახლად აგებული სასახლე 1914 წელში ხაზინას გადაეცა. 1916 წელში სასახლეს „კანდილის ადილე სულთანის სასწავლებელი„ დაერქვა. 1999 წელში სასახლე მთლიანად იქნა რესტავრირებული, რითაც განადგურებას გადაურჩა.

1989 წლის 7 მარტს ირანმა შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ინგლისთან. ირანისა და დასავლეთის ურთიერთობები 1980 წელში დაწყებული 8 წლიანი ირან-ერაყის ომის დროს გაწყვეტის წერტილამდე მივიდა. ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამანეის მიერ „ეშმაკის აიეთების“ სახელწოდების წიგნის გამო წარმოშობით ინდოელი ინგლისში მცხოვრები მწერლის სალმან რაშდის სიკვდილის ფირმანის გამოცემის გამო ორ ქვეყნას შორის ურთიერთობები შეწყდა. ირანსა და ინგლისს შორის დიპლომატური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებმაც ირანიდან ელჩები გაიწვიეს.

1990 წლის 7 მარტს თურქი ჟურნალისტი ჩეთინ ემეჩი სტამბოლში მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ 1952 წელში ჩეთინ ემეჩმა ჟურნალისტის კარიერა დაიწყო და 1972 წლამდე ჟურნალებში „ჰაიათ“-სა და „სეს“-ში მუშაობდა. 1984 წლიდან გაზეთებში „ჰურიეთსა“ და „მილითეში“ მთავარი რედაქტორის თანამდებობას იკავებდა. 38 წლიან კარიერის მქონე ჟურნალისტის სახელი მის დაღუპვის შემდეგ თურქეთის მრავალ ქალაქში მრავლ ბულვარსა და პროსპექტს ეწოდა.

1999 წლის 7 მარტს ცნობილი ამერიკელი რეჟისორი სტენლი კუბრიკი გარდაიცვალა. მან მოღვაწეობა ნიუ იორკში დაიწყო ფოტოგრაფად და 1950 წელში გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “Day of The Fight”, რასაც რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოჰყვა. მან პროფესიონალური კონი მოღვაწეობა ფილმით „Killer Kiss”-ის გადაღებით დაიწყო. დროთა განმავლობაში ხარისხიანი ფილმების გადაღების დიდი სურვილით იგი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეჟისორად იქცა. კუბრიკის რეჟისორობით გადაღებული და კინო კლასიკად ქცეული ფილმებია „სპარტაკი“, „ლოლიტა“, „ნათება“, „სრულმეტალიკური გარსი“, „მექანიკური ფორთოხალი“, „ფართოდ დახუჭული თვალებით“ და სხვა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები