6 მარტი ისტორიაში

6 მარტი ისტორიაში

250536
6 მარტი ისტორიაში

6 მარტი ისტორიაში

1920 წლის 6 მარტს თანამედროვე თურქული ნოველისტიკის და ეროვნული ლიტერატურული მიმდინარეობის დამაარსებლებიდან, თურქი მწერალი, ომერ სეიფეთინი, სტამბოლში გარდაიცვალა. მან განათლება სტამბოლის სამხედრო სასწავლებელში მიიღო, ლეიტენანტის წოდება მოიპოვა, არმიაში ჩაირიცხა და ბალკანეთის ომებში სერბეთისა და საბერძნეთის ფრონტზე იბრძოლა, სადაც ბერძნებს ტყვედ ჩაუვარდა. ომერ სეიფეთინი 1914 წელში სტამბოლში დაბრუნდა და ლიტერატურის პედაგოგად დაიწყო მოღვაწეობდ და ამ საქმეს ემსახურებოდა სიცოცხლის ბოლომდე. ზია გოქალფთან ერთად თურქული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლებიდან ომერ სეიფეთინს ეკუთვნის ისეთი ნაწარმოებები როგორებიცაა „მარტო ეფე“, „ბატონი ეფრუზი“, „თეთრი ტიტა“, „თავადაზნაურობა“ და სხვა.


1948 წლის 6 მარტს ანკარაში გულის შეტევით გარდაიცვალა თურქი პოეტი და პოლიტიკოსი ქემალეთთინ ქამუ. 1991 წელში ქალაქ ბაიბურთში დაბადებულმა მწერალმა სტამბოლის ვაჟთა პედაგოგიურ სასწავლებელში სწავლის პერიოდში, როდესაც საოკუპაციო ძალები ქალაქში შევიდნენ, სტამბოლი დატოვა და ანატოლიაში გადავიდა, სადაც ერთი პერიოდი ანატოლიის სააგენტოში მუშაობდა. ანატოლიის სააგენტოს წარმომადგენლად იგი პარიზში გაემგზავრა და პოლიტიკურ მეცნიერებებს დაეუფლა. თურქეთში დაბრუნების შემდეგ თურქული ენის ასოციაციის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა.


1957 წლის 6 მარტს დასავლეთ აფრიკის ქვეყანა განამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მე-15 საუკუნეში პორტუგალიელების შესვლასთან ერთად დაიწყო განას კოლონიზაცია, რასაც მოჰყვა სავაჭრო ურთიერთობების დამყარება ევროპის ქვეყნებთან. 1870 წელში კი განა ინგლისის ჰეგემონობაში შევიდა.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #მარტი

მსგავსი ინფორმაციები