16 თებერვალი ისტორიაში

16 თებერვალი ისტორიაში

219710
16 თებერვალი ისტორიაში

16 თებერვალი ისტორიაში

1925 წლის 16 თებერვალს თურქ მფრინავთა ასოციაცია შეიქმნა. აღსანიშნავია რომ ეს ასოციაცია თურქეთის რესპუბლიკის შექმნიდან 16 თვის შემდეგ თურქი ხალხის ბელადის და რესპუბლიკის პრეზიდენტის ათათურქის ბრძანების საფუძველზე დაფუძნდა და ითვალისწინებდა როგორც თურქეთის საავიაციო ინდუსტრიის და თვითმფრინავმშენებლობის, ასევე საჰაერო ტურიზმის განვითარებასაც. 1935 წელს ჩატარებულ ასოციაციის მორიგ ყრილობაზე სახელი გამოიცვალა და გახდა თურქული საავიაციო საზოგადოება. სწორედ ამ საზოგადოების წიაღში აღიზარდნენ თურქეთის ყველაზე განთქმული პილოტები, მათ შორის პირველი თურქი მფრინავი ქალი საბიჰა გოქჩენიც, რომლის სახელს ატარებს დღეს სტამბოლის ერთ ერთი საერთაშორისო აეროპორტი. 1931 წელს თურქმა პილოტმა ვეჯიჰი ბეიმ თავის კუთვნილ ცეხში კუსტარული მეთოდით დაამზადა პროპელერიანი თვითმფრინავი, რომლითაც ანკარიდან აფრინდა და თურქეთი შემოიარა. იმავე წელს უცხოეთში განათლება მიღებულმა ინჟინერმა სელაჰეტტინ რეშით ბეიმ და მისმა ჯგუფმა MMV1 ტიპის პირველი სამამულე წარმოების თვითმფრინავის პროტოტიპი გამოუშვეს.

1959 წლის 16 თებერვალს ფიდელ კასტრო კუბის პრეზიდენტი გახდა. პირველი რეფორმა მან სოფლის მეურნეობის სექტორში გაატარა და დიდ ფართობებზე ე.წ. სახალხო მეურნეობები შექმნა. დროთა განმავლობაში მას კონფლიქტები მოუვიდა ამერიკასთან და შემდეგ ამ ქვეყნის დაუძინებელი მტერიც გახდა. 1961 წელს ამერიკა კუბის ოკუპაციას შეეცადა, რის გამოც მომდევნო 1962 წელს კასტრომ ქვეყნის თავდაცვის მიზნით კუბის ტერიტორიაზე რაკეტების დადგმის ნებართვა მისცა საბჭოეთს და მას შემდეგ ათეულობით წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირს და ამერიკას კუბის გამო ერთმანეთში დიდი უთანხმოებები ჰქონდათ. 2008 წელს ფიდელ კასტრომ ხელისუფლება თავის უმცროს ძმას რაულ კასტროს გადასცა.

1963 წლის 16 თებერვალს ციროზის დაავადების შედეგად გარდაიცვალა თურქული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი სალიჰ თოზანი. პირველი როლი თეატრში მან 1933 წელს დადგმულ სპექტაკლ “ენატანია ავნი“-ში შეასრულა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მომდევნო წლებში იგი ჯერ მუამმერ კარაჯას სახელობის თეატრში, შემდეგ კი სტამბოლის საქალაქო თეატრში წამყვან მსახიობად მუშაობდა. მისი პირველი კინო დებიუტი კი 1950 წელს მოხდა, როცა მან ფილმ შვილში მთავარი გმირის როლი შეასრულა. ამ წლიდან დაწყებული მომდევნო წლებში სალიჰ თოზანმა ასობით ფილში ითამაშა. იგი წარმოშობით ქალაქ ბალიქესირიდან იყო და გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა ამ ქალაქში მოქმედ მთავარ თეატრს, პროსპექტს და მოედანს.

1999 წლის 16 თებერვალს უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც მართალია ქარიმოვი უვნებლად გადარჩა, მაგრამ, სამაგიეროდ ამ თავდასხმას ემსხვერპლა 15 ადამიანი, ხოლო დაიჭრა კიდევ ათობით კაცი. ეს თავდასხმა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მოხდა და თავდასხმაში ეჭვმიტანილი 10 კაცი დააპატიმრეს, რომლებთაგანაც 6 სიკვდილით დასაჯეს.



მსგავსი ინფორმაციები