14 თებერვალი ისტორიაში

14 თებერვალი ისტორიაში

218263
14 თებერვალი ისტორიაში

14 თებერვალი ისტორიაში

496 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი მოკლეს. 270 წელს წმინდა ვალენტინის სახელის მქონე მღვდლის იმპერატორ კლადიუს მეორის ბრძანებით მკვლელობის შემდეგ 496 წელში პაპმა გელასუსმა 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის დღედ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნა 1800-იან წლებში ამერიკელი ესტერ ჰოვლანდის მიერ პირველი „სიყვარულის დღის“ ბარათის გაგზავნით დაიწყო და იგი გადაიქცა მოვლენად, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს.

1804 წლის 14 თებერვალს ოსმალეთის სახელმწიფოს პირველი ამბოხი დაიწყო. შავი ჯორჯის ლიდერობით სერბებმა ოსმალეთის სახელმწიფოში პირველი ამბოხი დაიწყეს. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ევროპაში დაწყებული ეროვნული მოძრაობისა და რუსთის მხარდაჭერით სერბებმა ამბოხება მოაწყვეს და მათ პირველად ოსმალეთ-რუსეთის ომების შემდეგ 1829 წელში ხელმოწერილი ედირნეს შეთანხმებით ავტონომია მიენიჭათ, 1878 წელში ისევ ოსმალეთ-რუსეთის ომის შემდეგ ხელმოწერილი აიასტეფანოსის და ბერლინის შეთანხმებებით დამოუკიდებლობა მიენიჭათ. ამგვარად, ოსმალეთის სახელმწიფოში ეროვნული მოძრაობით ამბოხების მომწყობი პირველი ერი სერბები გახდენ, ხოლო მეორე კი ბერძნები, რომელთაც ამბოხი მორაში 1821 წელში მოაწყვეს.

1876 წლის 14 თებერვალს წარმოშობით შოტლანდიელმა ამერიკელმა გამომგონებელმა ალექსანდრ გრაჰამ ბელმა მის მიერ გამოგონილი ტელეფონის პატენტის ასაღებად განაცხადი შეიტანა. წარმოშობით შოტლანდიელი ცნობილი გამომგონებელი ამერიკაში გადასვლის შემდეგ ბოსტონის უნივერსიტეტის ადამიანის ხმის ფიზიოლოგიის პროფესორი გახდა და დაიწყო მუშაობა მუსიკალური ხმის მავთული მეშვეობით გადაცემის საკითხზე. ელექტრო ინჟინერ თომას ვატსონთან ერთად წარმოებული სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ხმის მავთულის მეშვეობით გადაცემა შესაძლებელია. 7 მარტს კი ტელეფონის პატენტი გაიცა.

1929 წლის 14 თებერვალს წარმოშობით იტალიელი ცნობილი ამერიკელი განგსტერი ალ კაპონე მეტოქე მაფიის 7 ლიდერის მიერ დაგებულ ხაფანგში გაება და ჩიკაგოს ერთ-ერთ ფარეხში ჩაცხრილეს. ამერიკაში სასმელების კონტრაბანდაში კონკურენციის გამო ამგვარ შემთხევებს იმ პერიოდში ხშირად ჰქონდა ადგილი. იმის გამო, რომ ეს დღე სიყვარულის დღეს დაემთხვა, მას „სენტ ვალენტინის მკვლელობები“ უწოდეს. აშშ-ში 1919 წელში სასმელის აკრძალვის გამო არალეგალური გზებით ქვეყანში შეტანილი ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდით დიდ თანხმებს შოულობდნენ და სწორედ ამის გამო ხდებოდა სისხლიანი გარჩევებიც.

2005 წლის 14 თებერვალს ბეირუთში მდებარე სენტ ჯორჯის სასტუმროსთან ახლოს ავტომობილის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ლიბანის ყოფილი პრემიერი რეფიკ ჰარირი. იგი 1992 და 2000 წლებში ორჯერ იქნა დანიშნული ქვეყნის პრემიერად. ომის შემდგომი დანგრეული ბეირუთის აღდგენით ჰარირიმ ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. 1970-იან წლებში ნავთობში ინვესტიციებითა და სავაჭრო ხელშეკრულებებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა ჰარირი და არაბულ ქვეყნებში ჩადებული მილიონობით დოლარის ინვესტიციებით რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ პოლიტიკოსად იქცა. რეფიკ ჰარირი სირიის საკითხზე პრეზიდენტ ემილ ლაჰუდისაგან განსხვავებული მოსაზრებების გამო 2004 წელში თანამდებობიდან გადადგა.



მსგავსი ინფორმაციები