4 თებერვალი ისტორიაში

4 თებერვალი ისტორიაში

427166
4 თებერვალი ისტორიაში

4 თებერვალი ისტორიაში

1794 წლის 4 თებერვალს საფრანგეთმა მე-18 საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკის შტატებში მონობის შეზღუდვის დაწესების ზეგავლენით თავის კოლონიებში მონობა გააუქმა. იმ პერიოდში მონების მიერ უზრუნველყოფილ კომფორტზე უარის თქმა საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და ამან დიდხანს არ გასტანა. 1802 წელში ნაპოლეონ ბონაპარტის ბრძანებით ისევ იქნა შემოღებული მონობა. ინგლისისა და პორტუგალიის შემდეგ იმ პერიოდის მონებით მოვაჭრე სიდიდით მესამე საფრანგეთმა 1848 წელში ინტელიგენციისა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით მომზადებული ბრძანებით მონობა სამუდამოდ გააუქმა.

1871 წლის 4 თებერვალს ჰაჯზე არაბეთში ჩასული შეიხ შამილი გარდაიცვალა. ჯენეთულ ბაკის სასაფლაოზე დაკრძალული შეიხ შამილი ახალგაზრდობიდან კავკასიის რუსეთის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლის ლიდერი იყო.1859 წელს რუსეთის არმიასთან ბრძოლაში შეიხ შამილმა დიდი გმირობა გამოიჩინა. ომის დასრულების შემდეგ ტყვედ ჩავარდნილ შეიხ შამილს რუსეთის მეფე ალექსანდრე მეორემ ერთვი თვე სასახლეში უმასპინძლა, რის შემდეგაც როგორც საპატიო ტყვე, კალუგაში გააგზავნეს. ტყვეობის პერიოდში შამილი მეფის თანხმობით ჰაჯის რიტუალის შესასრულებლად არაბეთში წავიდა, რა დროს დაიღუპა.

1902 წლის 4 თებერვალს პარიზში საფრანგეთის სენატის წევრის ლეფურ კონტალისის სახლში ახალგაზრდა თურქების პირველი კონგრესი ჩატარდა. ამ კონგრესში ოსმალეთის სახელმწიფოს ბატონობაში მყოფი თითქმის ყველა რეგიონიდან მიწვეულმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ოსმალეთის სახელმწიფოში მეორე კონსტიტუციონალიზმის გამოცხადებაში ეფექტური როლის მქონე ახალგაზრდა თურქთა მოძრაობის ყველაზე გავლენიან წევრებს შორის იყვნენ მეჰმედ ბეი, რეშად ბეი, აგაჰ ეფენდი, ნამიქ ქემალი, ზია ფაშა და ალი სუავი. ფადიშაჰ აბდულჰამიდის წინააღმდეგ შექმნილი ახალგაზრდა თურქთა ორგანიზაცია წარმოადგენდა მოძრაობას, რომელსაც მხარს უჭერდა საფრანგეთისა და ინგლისის მთავრობის წრეები და მასში ყველა ეროვნებისა და რწმენის ახალგაზრდები შედიოდნენ.

1945 წლის 4 თებერვალს იალტას კონფერენცია გაიმართა. მეორე მსოფლიო ომის დროს გამართულ კონფერენციაზე ომის ბოლოს გერმანიის დამარცხებით შესაქმნელი პირობები განიხილეს. გადაწყდა, რომ ომის შემდეგ გერმანიას დაიკავებდნენ, ნაციზმს აღმოფხვრიდნენ და გერმანიის არმიას დაშლიდნენ. იალტას კონფერენციაზე თურქეთის საკითხიც განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება არ გაკეთებულა, საბჭოთა კავშირს სტამბოლისა და ჩანაქქალეს სრუტეებთან დაკავშირებული მონტროს კონვენციის გადახედვა სურდა.



მსგავსი ინფორმაციები