3 თებერვალი ისტორიაში

3 თებერვალი ისტორიაში

426703
3 თებერვალი ისტორიაში

3 თებერვალი ისტორიაში

1451 წლის 3 თებერვალს ოსმალეთის მეექვსე ფადიშაჰი მურად მეორე გარდაიცვალა. მურად მეორე ანატოლიაში მდებარე ბეგებს ებრძოდა, რის შემდეგაც ანატოლიიდან რუმელიში გადავიდა და სელანიკი აიღო. მურად მეორემ 1444 წელში ტახტი 12 წლის ვაჟს მეჰმედ მეორეს გადააბარა და მანისაში გადავიდა. სახელმწიფო მოღვაწეთა და მეჰმედ მეორის სურვილით იგი ედირნეში უკან დაბრუნდა და ოსმალეთის წინააღმდეგ წამოსული ჯვაროსნული არმია ვარნას ბრძოლაში დაამარცხა. ქვეყანაში არეულობისა და იენიჩართა ამბოხის გამო მურად მეორე იძულებული გახდა ტახტზე მეორედ ასულიყო. მან ეს ამბოხი ჩაახშო და იანოშ ჰუნიადის სარდლობით ჯვაროსანთა ლაშქარი კოსოვოში მეორედ დაამარცხა. სერბეთისაკენ მიმავალი მურად მეორეს გზაში დამბლა დაეცა, რის გამოც იგი ედირნეში ჩაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

1783 წლის 3 თებერვალს ესპანეთმა განმანთავისუფლებელი ბრძოლის შედეგად ახლად დაარსებული აშშ-ი სცნო. ამერიკის 13 კოლონიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის 1775 წელში დაწყებული განმანთავისუფლებელი ომი საფრანგეთის, ესპანეთის და ჰოლანდიის ამერიკის მხარეზე ჩართვით ომმა საერთაშორისო მასშტაბები მიიღო და 1783 წელში ხელმოწერილი პარიზის შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების მიხედვით ინგლისმა ამერიკის დამოუკიდებლობა აღიარა, კანადა ინგლისს გადაეცა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფლორიდა კი ესპანეთს მისცეს.

1930 წლის 3 თებერვალს თურქეთსა და საფრანგეთს შორის მეგობრობის ხელშეკრულება გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა რამდენიმე თვეში დაამტკიცა, საფრანგეთის პარლამენტმა ეს შეთანხმება მხოლოდ 1933 წელში მიიღო. გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლით წარმოქმნილმა საფრთხემ საფრანგეთის თურქეთთან დაახლოება გამოიწვია და ეფექტური როლი შეასრულა პროტოკოლის ხელმოწერაში. მეორე მსოფლიო ომამდე შექმნილი ბერლინი-რომის ალიანსის გავლენით საფრანგეთის დაინტერესება თურქეთით გაიზარდა და თურქეთის მიმართ დაახლოების პოლიტიკის წარმოება დაიწყო.

1966 წლის 3 თებერვალს ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოსური სადგურიდან რაკეტა მოლნიათი გატყორცნილი საბოჭოთა წარმოების უპილოტო კოსმოსური ხომალდი ლუნა 9 მთვარეზე დაეშვა. საბჭოთა კავშირის პროგრამა ლუნას ნაწილი „ლუნა 9“ 31 დეკემბერს გატყორცნეს დედამიწიდან . ლუნა 9, რომელიც მთვარის ზედაპირზე დაეშვა და ვიზუალური მასალა გამოაგზავნა, მთვარის ზედაპირზე რბილად დაშვებული პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა.

1969 წლის 3 თებერვალს იასერ არაფატი „პალესტინის განთავისუფლების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1964 წელში დაარსებულმა ორგანიზაციამ არაფატის ხელმძღვანელობის პერიოდში 1970-იან წლებში უპირატესობა დიპლომატიას მიანიჭა და იბრძოდა პალესტინის პრობლემის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოსაქცევად. ამ ბრძოლის შედეგად „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია“ 1974 წელში გაერომ, არაბულმა ლიგამ და ისლამური კონფერენციის ორგანიზაციამ პალესტინის ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად აღიარა. 1980-იან წლებში ორგანიზაცია პალესტინის საკითხის ერთადერთ წარმომადგენლად მიიჩნეოდა და მისი ცენტრი 1970 წელში ლიბანში, 1982 წელში კი ტუნისში იქნა გადატანილი. სპარსეთის ყურის პირველ ომში არაფატმა მხარი სადამ ჰუსეინს დაუჭირა, რის გამოც მან საზოგადოების მხარდაჭერის დაკარგვა დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები