1 თებერვალი ისტორიაში

1 თებერვალი ისტორიაში

426041
1 თებერვალი ისტორიაში

1 თებერვალი ისტორიაში

1935 წლის 1 თებერვალს ათათურქის ბრძანებითა და მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით მუზეუმად გადაკეთებული აიასოფია დამთვალიერებელთათვის გაიხსნა. იგი რესტავრაციისათვის 1930 წლის დასაწყისში დაკეტეს. რესტავრაცია ამერიკის ბიზანტიური ინსტიტუტის დახმარებითა ჩატარდა და ამ პროცესში მრავალი უცხოელი არქეოლოგი იღებდა მონაწილეობას. ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს ბრძანებით 530-იან წლებში აგებული აიასოფიას ტაძარი სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმედის მიერ დაპყრობის შემდეგ მეჩეთად გადააკეთეს.

1979 წლის 1 თებერვალს გაზეთ მილიეთის ჟურნალისტი აბდი იფექჩი მეჰმედ ალი აღჯას მიერ იქნა მოკლული, რომელმაც ასევე თავდასხმა განახორციელა პაპა ჟან პოლ მეორეზე. აბდი იფექჩიმ სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა და ჟურნალისტური მოღვაწეობა კორესპონდენტობით დაიწყო. იფექჩიმ ყველა მხარის დიდი პატივისცემა დაიმსახურა და 1959 წელში იგი თურქეთის ჟურნალისტთა პროფკავშირის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა. 1961-1970 წლებში თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეთერით იგი დაუსწრებელი სწავლების პროგრამას აკეთებდა. ასევე კითხულობდა ლექციებს სტამბოლის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის ინსტიტუტში. აბდი იფექჩი გარდაცვალებისას 50 წლის გახლდათ.

1979 წლის 1 თებერვალს ირანის ისლამური რევოლუციის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰომეინი გადასახლებაში მყოფი საფრანგეთიდან ირანში დაბრუნდა. იგი პოლიტიკური შეხედულებების გამო ირანიდან 1964 წელში გადაასახლეს და გადასახლების პირველ წლებში თურქეთის ქალაქ ბურსაში ცხოვრობდა. თურქეთიდან ერაყის ქალაქ ნეჯეფში გადავიდა და სადამ ჰუსეინის მოთხოვნით 1978 წელში იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო. აქ შახის რეჟიმის წინააღმდეგ ეფექტური პროპაგანდით დიდი წვლილი შეიტანა შახ მუჰამედ რიზა ფეჰლევის მიერ ურანის დატოვებაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკა დააარსა და არჩეული იქნა ირანის „პოლიტიკური და სულიერ ლიდერად სიცოცხლის ბოლომდე“.

1989 წლის 1 თებერვალს პირველად მიპოვა თურქმა ფეხბურთელმა ოქროს ბუცი. 1988-1989 წლებში თურქეთის პირველ საფეხბურთო ლიგაში გატანილი 39 გოლით ევროპის გოლების მეფემ თანჯუ ჩოლაქმა მონტე კარლოში გამართულ ცერემონიაზე ოქროს ბუცი მიიღო. საფეხბურთო კარიერა ჩოლქამა სამსუნის იოლსპორში დაიწყო, სამსუნსპორის, გალათასარაისა და ფენერბაჰჩეს ფორმებით მან მთლიანობაში ხუთჯერ ითამაშა თურქეთის პირველ ლიგაში. გატანილი 240 გოლით თურქეთში მეორე ადგილზეა და მან 31-ჯერ ითამაშა თურქეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.



მსგავსი ინფორმაციები