24 იანვარი ისტორიაში

24 იანვარი ისტორიაში

424362
24 იანვარი ისტორიაში

24 იანვარი ისტორიაში

1962 წლის 24 იანვარს თანამედროვე თურქული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი აჰმედ ჰამდი თანფინარი გარდაიცვალა. მწერალმა 1923 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი და იგი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ერთი მოწვევის დეპუტატიც გახლდათ. აჰმედ ჰამდი თანფინარი იაჰია ქემალისა და აჰმედ ჰაშიმის როგორც მოსწავლე, ასევე მეგობარი იყო.

1965 წლის 24 იანვარს უინსტონ ჩერჩილი გარდაიცვალა. 1895 წელში სამეფო სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ არმიაში ჩარიცხული ჩერჩილი ბურების ომში ტყვედ ჩავარდა, საიდანაც გაიქცა და ინგლისის ეროვნულ გმირად იქცა. ჩერჩილი ფიქრობდა, რომ ადვილი იქნებოდა მხოლოდ ფლოტით ჩანაქქალეს სრუტის გადალახვა და სტამბოლში შესვლა, თუმცა თურქებმა მოულოდნელი წარმატებული თავდაცვა განახორციელეს და მოკავშირეთა არმია დამარცხდა, რითაც ჩერჩილი რთულ ვითარებაში ჩავარდა. ამ წარუმატებლობის ავტორი ჩერჩილი ინგლისელებისა და ოპოზიციის ზეწოლის გამო თანამდებობიდან გადადგა. მას 1953 წელში ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში, 1963 წელში კი ამერიკამ საპატიო მოქალაქის წოდება გადაცა. ჩერჩილი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1993 წლის 24 იანვარს ჟურნალისტი და მწერალი უღურ მუმჯუ დაიღუპა. მან 1965 წელს ანკარის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა. მუმჯუმ პირველი ნაწერების გამოქვეყნება 1962 წელში დაიწყო. მისი სტატიები ქვეყნდებოდა გაზეთებში „აქშამი“, „მილიეთი“, „ჯუმჰურიეთი“. 1977 წლის შემდეგ კი მხოლოდ გაზეთ „ჯუმჰურიეთ“-ში მუშაობდა. უღურ მუმჯუ 1993 წლის 24 იანვარს მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

1994 წლის 24 იანვარს თურქეთის პირველი თანამგზავრი Türksat 1A გაუშვეს. თანამგზავრი გაშვებიდან 12 წუთის შემდეგ აფეთქდა. ამ სამწუხარო ფაქტის შემდეგ თურქეთმა მეორე თანამგზავრი Türksat 1B იმავე წელში გააგზავნა კოსმოსში.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები