19 იანვარი ისტორიაში

19 იანვარი ისტორიაში

423240
19 იანვარი ისტორიაში

19 იანვარი ისტორიაში

1910 წლის 19 დეკემბერს ჩირაღანის სასახლე დაიწვა. დაუდგენელი მიზეზების გამო გაჩენილი ხანძრის დროს ჰარემისა და აღათა ოთახების გარდა სასახლის დიდი ნაწილი დაიწვა. ხანძარს მსხვერპლია რ მოჰყოლია და მის შედეგად სულთან მურად მეხუთის ბიბლიოთეკა და ბევრი ძვირფასი ნივთი განადგურდა. სულთან აბდულაზიზის ბრძანებით 1863-1867 წლებში აგებული ჩირაღანის სასახლეს რესტავრაცია მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს ჩაუტარდა და იგი სასტუმროდ გადააკეთეს.

1941 წლის 19 იანვარს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთ აფრიკის ფრონტზე ინგლისელები იტალიელების ხელში მყოფ ერიტრეს თავს დაესხნენ. გერმანიის მხარეზე ომში ჩართულმა იტალიელებმა, რომლებმაც ლიბია, ერიტრე და სომალი აიღეს, ინგლისელების შეტევას ვერ გაუძლეს და უკან დახევა დაიწყეს. 1941 წლის მაისში აფრიკა დიდ წილად ინგლისელების კონტროლის ქვეშ გადავიდა და გერმანია-იტალიის კავშირის რღვევა დაიწყო.

1978 წლის 19 იანვარს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქი თეატრისა და კინოს მსახიობი ფერიდუნ ჩოლგეჩენი. 1911 წელში სტამბოლში დაბადებული ჩოლგეჩენი 400-მდე ფილმშია გადაღებული. იგი ასევე გადაიღეს ჰოლივუდურ ფილმ “Timbutku”-ში, რის შემდეგაც მან ამერიკაში 20 ფილმის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა.

2008 წლის 19 იანვარს სტამბოლში ავტოავარიის შედეგად ჟურნალისტი და მწერალი ჯუნეით ქორიურექი დაიღუპა. ქორიურექმა ჟურნალისტური მოღვაწეობა 1960 წელში რომის ოლიმპიადის და ანკარაში არჩევნების გაშუქებით დაიწყო. ჯუნეით ქორიურექს თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეთერში ოლიმპიადის შესახებ მიჰყავდა გადაცემა და მან ბევრი სამუშაო ჩაატარა თურქეთში ათლეტიზმის განვითარებისათვის. იგი იყო მრავალი გაზეთის სპორტული მიმომხილველი.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები