17 იანვარი ისტორიაში

17 იანვარი ისტორიაში

423237
17 იანვარი ისტორიაში

17 იანვარი ისტორიაში

1468 წლის 17 იანვარს ალბანელების ეროვნული გმირი ისკენდერ ბეი გარდაიცვალა. ისკენდერ ბეი, რომლის ნამდვილი სახელიც გეორგი იყო, ფადიშაჰ მურად მეორის დროს ჩაიყვანეს ედირნეს სასახლეში და იენიჩართა არმიაში ჩარიცხეს. ისკენდერ ბეი ოსმალეთის არმიასთან ერთად ომებში იღებდა მონაწილეობას და წარმატებებსაც აღწევდა. ევროპაში კი იგი ცნობილი ოსმალეთის წინააღმდეგ დაწყებული ამბოხით გახდა. 1443 წელში იგი მის დაქვემდებარებაში მყოფ ალბანელებთან ერთად გაიქცა და ოსმალეთის წინააღმდეგ აჯანყდა. ეს ამბოხება ზუსტად 25 წელი გაგრძელდა და იგი მეჰმედ მეორის პერიოდში ჩაახშეს, რის შემდეგაც ალბანეთი მთლიანად ოსმალეთის ხელში გადავიდა. ისკენდერის ცხედარი 1468 წელში ლაზაში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში დაკრძალეს, თუმცა ეს ეკლესია ოსმალეთის მიერ ალბანეთის დაპყრობის დროს დაინგრა.

1851 წლის 17 იანვარს ოსმალეთის სახელმწიფოში პირველი სააქციო საზოგადოება „შირქეთი ჰაირიე“ დიდვეზირის მუსტაფა რეშით ფაშას მხარდაჭერითა და ფადიშაჰ სულთან აბდულმეჯითის თანხმობით დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული 1945 წლამდე კომპანია მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას ეწეოდა ბოსფორის სრუტეზე. დროთა განმავლობაში კი გაიზრდა, ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში გემები შეიძინა და 77 გემის მფლობელი გახდა. კომპანიის კაპიტნების უმრავლესობა ბერძენი იყო და კომპანიამ ტრიპოლიტანური ომის, ბალკანეთის ომისა და პირველი მსოფლიო ომის დროს გემების უმრავლესობა არმიას გადასცა. რესპუბლიკის დაარსების შემდეგ კომპანია სახელმწიფო საზღვაო გზების ორგანიზაციას გადაეცა და 1945 წელში მიღებული კანონით მისი ფუნქციონირება დასრულდა.

1875 წლის 17 იანვარს ლონდონის მეტროს შემდეგ მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძველი ქარაქოი-ბეიოღლუს მეტროს ხაზი ამოქმედდა. ინგლისურ-ფრანგული კომპანიის მიერ გაყვანილი გვირაბის მშენებლობა მაშინდელი ფულით 150 ათასი ლირა დაჯდა. ფრანგი ინჟინრის გავანის წინადადებაზე სასახლეში თანხმობა განაცხადეს, რის შემდეგაც მშენებლობა 1871 წელში დაიწყო და 4 წელიწადში დასრულდა. თავდაპირველად იმის გამო, რომ ელექტრო ენერგია არ იყო, გვირაბს ლამპებით ანათებდნენ და მეტროზე არც თუ ისე დიდი მოთხოვნილება იყო, თუმცა მომდევნო წლებში იგი სტამბოლის ცენტრად იქცა.

1929 წლის 17 იანვარს ამერიკელმა კარიკატურისტმა ელზი კრაისლერ სეგარმა ცნობილი მეზღვაური პაპაის პერსონაჟი კომიკსების სერია Thimble Theatre-ში ჩასვა. აღნიშნული კომიქსების გამოცემა კი 1919 წელში დაიწყო და იგი მხოლოდ მეზღვაური პაპაით გახდა მთელს მსოფლიოში ცნობილი. მომდევნო წლებში მეზღვაური პაპაი ნახატ ფილმად გადაიღეს და მან მთელი მსოფლიოს დაინტერესება გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები