28 დეკემბერი ისტორიაში

28 დეკემბერი ისტორიაში

640431
28 დეკემბერი ისტორიაში

28 დეკემბერი ისტორიაში

1836 წლის 28 დეკემბერს მექსიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და მისი ეს დამოუკიდებლობა ესპანეთმაც აღიარა. ეს ქვეყანა ესპანეთმა 1519 წელს დაიპყრო, როცა აქამდე არსებული აცტეკების კულტურა მიწასთან გაასწორა და მას შემდეგ მთელი 3 საუკუნის განმავლობაში ესპანეთის კოლონიას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ  აქ ხშირად ხდებოდა ანტი ესპანური აჯანყებები და გამოსვლები. მართალია, მექსიკამ ჯერ კიდევ 1821 წელს კორდობას შეთანხმებით გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ, 1836 წლამდე ესპანეთმა არ სცნო მისი ეს დამოუკიდებლობა

1895 წლის 28 დეკემბერს პირველი ფილმი ნაჩვენები იქნა პარიზის კაპუჩინეს მოედანზე მდებარე კინო დარბაზში. ძმებ ლუმიერების მხრიდან გადაღებულ 10 მოკლე მეტრაჟიან ფილმს 30 მაყურებელი ჰყავდა. ამ დღიდან მოყოლებული მალე მთელი მსოფლიო მოიცვა კინოს ბუმმა. ლუმიერებმა ფილმები აჩვენეს თავიანთივე შექმნილი სინემატოგრაფის სახელწოდების დანადგარით და მისივე პატენტი აიღეს. სწორედ ეს დანადგარი წარმოადგენდა თანამედროვე კინო საჩვენებელი დანადგარების წინამორბედს

1908 წლის 28 დეკემბერს იტალიის კუთვნილ კუნძულ სიცილიაზე რიხტერის შკალით 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც კუნძულის სიდიდით მეორე ქალაქ მესსინაში მდებარეობდა და ეს ქალაქი მიწასთან გასწორდა რა, დაიღუპა 85 ათასი კაცი, თუმცა დაღუპულთა ნახევარი მიწისძვრის კვალდაკვალ წარმოქმნილმა 8 მეტრის სიმაღლის ცუნამმა შეიწირა. ეს არის ევროპის კონტინენტზე დღემდე აღრიცხული ერთ ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრათაგანი

1923 წლის 28 დეკემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი არქიტექტორი გუსტავ ეიფელი. სწორედ მან თავისივე სახელის მატარებელი ეიფელის კოშკის აშენებით გაითქვა სახელი. მასვე ეკუთვნის ნიუ ორკში თავისუფლების ქანდაკების ხარაჩოს შექმნაც. თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე სასტუმრო პირიც მისი აშენებულია. ეიფელმა საინჟინრო მოღვაწეობა ქალაქ პორტოსში რკინიგზის მშენებლობით დაიწყო, თუმცა ყველაზე მასიურად მაინც მის მიერ დაპროექტებული რკინის ხიდების მშენებლობა დაიწყეს და ასეთი  ხიდები დღესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედებს  

  

 



მსგავსი ინფორმაციები