27  დეკემბერი ისტორიაში

27  დეკემბერი ისტორიაში

638943
27  დეკემბერი ისტორიაში

27  დეკემბერი ისტორიაში

1936 წლის 27 დეკემბერს სტამბოლში გარდაიცვალა ცნობილი თურქი პოეტი, თურქეთის ეროვნული მარშის ავტორი მეჰმეტ აქიფ ერსოი. იგი 1873 წელს სტამბოლში დაიბადა და აქვე ლიტერატურის ინსტიტუტი დაასრულა, რის დასრულების შემდეგაც იმ დროის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში თანამშრომლობა დაიწყო და ამის პარალელურად თავის ლექსებს და მოთხრობებსაც აქვეყნებდა. ერთ პერიოდს იგი არაბულ ენასაც ასწავლიდა და ხოლო ამასთან ერთად სტამბოლის დიდ მეჩეთებში ქადაგებდა კიდეც. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დაწყებიდან მის გამარჯვებით დასრულებამდის იგი თავისი ლექსებით ამხნევებდა თურქ ჯარისკაცებს. 1921 წლის 12 მარტს ქვეყნის პარლამენტმა მისი მხრიდან დაწერილი ლექსი “თავისუფლების მარში“ ეროვნულ ჰიმნად იქნა დამტკიცებული 

1939 წლის 27 დეკემბერს თურქეთის აღმოსავლეთ პროვინცია ერზინჯანში რიხტერის შკალით 8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაახლოებით 33 ათასი კაცი დაიღუპა, 100 ათასამდე დაიჭრა, ხოლო ამის პარალელურად მიწასთან გასწორდა 15 ათასზე მეტი სახლი. ერზინჯანის მიწისძვრა მსოფლიოს ყველაზე უდიდესი ბუნებრივი კატასტროფების სიაში შევიდა. ერზინჯანში მას შემდეგ დღემდე კიდევ რამდენიმე საშუალო სიმძლავრის მიწისძვრაც მოხდა   

1979 წლის 27 დეკემბერს საბჭოთა ჯარებმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბულის აეროპორტი დაიპყრეს, რის შედეგადაც ქვეყნის მთავრობა გადადგა, ხოლო პრეზიდენტი ჰაფიზულლაჰ ამინი კი ჯერ გადააყენეს, შემდეგ კი მოკლეს. ამის შემდეგ ავღანეთი სამოქალაქო ომმა მოიცვა, რომელიც დაახლოებით 10 წელს გაგრძელდა. საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგ ავღანეთის ახალი პრეზიდენტი ბაბრაქ ქარმალი გახდა, რომელიც პრო საბჭოურ პოზიციას იცავდა 

2007 წლის 27 დეკემბერს პაკისტანის ექს-პრეზიდენტ ბენაზირ ბჰუტოზე ბომბიანი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც იგი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში დაიღუპა. ბენაზირი პირველი ქალი პრემიერი იყო ისლამურ სამყაროში და სიკვდილამდე აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას იჩენდა. იგი ორჯერ იქნა არჩეული ქვეყნის პრემიერმინისტრად. მას განათლება ჯერ ჰარვარდის, შემდეგ კი ოქსფორდის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული. ქალბატონ ბენაზირზე უფრო ადრეც იყო განხორციელებული თავდასხმა და მართალია იგი უვნებლად გადაურჩა ამ თავდასხმას, სამაგიეროდ მას 138 კაცი ემსხვერპლა     

 



მსგავსი ინფორმაციები