7 დეკემბერი ისტორიაში

7 დეკემბერი ისტორიაში

358969
7 დეკემბერი ისტორიაში

7 დეკემბერი ისტორიაში

1872 წლის 7 დეკემბერს ინგლისი კუთვნილი სამხედრო გემი “Challenger”-ი კვლევით ლაბორატორიად გადაკეთდა, რომელშიც საზღვაო მეცნიერ-მკვლევარები იმუშავებდნენ. ამ მიზნით გემზე მყოფი ზარბაზნების დემონტაჟი განახორციელეს და მათ ადგილებზე კვლევითი კაბინეტები და ლაბორატორიები მოაწყვეს და 3,5 წლის განმავლობაში ოკეანეებში კვლევით სამუშაოებს ახორციელებდნენ და ამ კვლევებს ხელმძღვანელობდა ნატურალისტი მეცნიერი ჩარლზ ტომსონი. კვლევების დასრულების შედეგების შესახებ მომდევნო წლებში 50 ტომიანი თხზულება გამოიცა

1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორის თავდასხმა მოხდა. იაპონიის საიმპერატოროს საზღვაო ძალებმა მასიური თავდასხმა დაიწყეს წყნარ ოკეანეში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე პერლ ჰარბორზე, რამაც მთლიანად და რადიკალურად შესცვალა მეორე მსოფლიო ომის ბედი. ამ თავდასხმის შედეგად განადგურდა 188 ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, ჩაიძირა 12 ამერიკული კრეისერი, დაიღუპა 2400 ამერიკელი ჯარისკაცი. 8 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა რუზველტმა კონგრესს მიაღებინა იაპონიასთან ომის გამოცხადება და ვაშინგტონი ოფიციალურად ჩაება მეორე მსოფლიო ომში


1956 წლის 7 დეკემბერს ლონდონში გარდაიცვალა ცნობილი თურქი მწერალი რეშატ ნური გუნთექინი და სწორედ იგი ითვლებოდა თურქეთის რესპუბლიკის პირველი თაობის მწერალთა უფროსად. 1912 წელს მან სტამბოლის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი დაასრულა და 1927 წლამდე ხან თურქული და ხანაც ფრანგულ ენას ასწავლიდა სკოლებში. 1939 წელს იგი ჩანაქკალედან დეპუტატად იქნა არჩეული, ხოლო 1950 წლიდან იგი თურქეთის წარმომადგენელი გახდა UNESCO-ში. იგი ავტორია მრავალი რომანისა და ნოველისა, ხოლო მისი რომანების “ნარჩიტას“ და “ფოთოლცვენას“ სცენარით გადაღებულმა სერიალებმა უდიდესი მოწონება დაიმსახურეს მთელს მსოფლიოში

1975 წლის 7 დეკემბერს ინდონეზიამ აღმოსავლეთ ტიმორის ოკუპაცია მოახდინა. ეს რეგიონი მე-16 საუკუნიდან მოყოლებული პორტუგალიის კოლონია იყო და როგორც კი 1975 წლის 28 ნოემბერს მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 9 დღის შემდეგ იგი ინდონეზიამ დაიპყრო, თუმცა ეს ოკუპაცია არ სცნო არც გაერომ და არც რომელიმე ქვეყანამ. 2000 წელს ინდონეზიამ ტავის ჯარები გაიყვანა აღმოსავლეთ ტიმორიდან და ქვეყანამ კვლავ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მისი მოსახლეობის უმრავლესობას კათოლიკეები წარმოადგენენ და დღემდის მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება
 



მსგავსი ინფორმაციები