5 დეკემბერი ისტორიაში

5 დეკემბერი ისტორიაში

400484
5 დეკემბერი ისტორიაში

5 დეკემბერი ისტორიაში

1492 წლის 5 დეკემბერს ქრისტეფორე კოლუმბმა ატლანტიკის ოკეანეში ჰაიტი და კუბა აღმოაჩინა. ჰაიტის აღმოჩენის შემდეგ კოლუმბმა აქ გარნიზონი შექმნა და ესპანეთში დაბრუნდა. კოლუმბმა, რომელსაც ესპანეთში დიდი ოვაციებით დახვდნენ, 17 გემით წასული მოგზაურობის დროს პუერტო რიკო, დომინიკი და იამაიკა აღმოაჩინა. ქრისტეფორე კოლუმბი, რომელმაც მსოფლიოს მრავალი უცნობი ადგილი პირველად ნახა, 1506 წლის 20 მაისს ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში გარდაიცვალა.

1791 წლის 5 დეკემბერს მსოფლიოში ცნობილი ავსტრალიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპოზიტორი და მევიოლინე მამის ლეოპოლდ მოცარტის მუსიკის გაკვეთილებით ცნობილმა კომპოზიტორმა 4 წლის ასაკში დაიწყო კლავესინზე დაკვრა და 6 წლის ასაკში პირველი ნაწარმოები შექმნა. 1760-იან წლებში მან ხელოვნების ტურებით მოიარა გერმანია, ინგლისი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია და პირველი სიმფონია ინგლისში დაწერა. 1788 წელში იგი ვენაში დაბრუნდა და იმპერატორის კარის კომპოზიტორი გახდა. 1791 წელში კი ბოლო ნაწარმოები „ჯადოსნური ფლეიტა“ დაწერა. მთლიანობაში 71 ოპერის ავტორი მოცარტი რექვიემის დასრულებამდე გარდაიცვალა.

1927 წლის 5 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი ქაღალდის ფული ჩაეშვა მიმოქცევაში. ოსმალური პერიოდის „ევრაქი ნაქდიეს“ მაგიერ მიმოქცევაში ჩაშვებულ თურქულ ლირაზე ანაბის შეცვლამდე დაბეჭდვის გამო არაბული ასოებით დაწერილი თურქული სიტყვები იყო გამოსახული. 1,5, 10, 50, 100, 500 და 1000 ლირის ბანკნოტებად მიმოქცევაში ჩაშვებული ფული ინგლისის ერთ-ერთმა კერძო კორპორაციამ დაბეჭდა. 1937 წელს გამოცემული კანონით აღნიშნული ფულის ერთეული ნელ-ნელა მიმოქცევიდან ამოიღეს და 1949 წლიდან მთლინად იქნა გაუქმებული.

1978 წლის 5 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა და ავღანეთმა 20 წლიან თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ავღანეთის სახელმწიფოს მეთაურის დავუთ ჰანის ჩამოგდების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ჰაფიზულა ამნის რეფორმებმა და მარქსისტ-ლენინისტურმა პოლიტიკამ ხალხის მწვავე რეაქცია გამოიწვია. ხელმოწერილმა ამ შეთანხმებამ ქვეყანში ანტისაბჭოურად განწყობილი საზოგადოების ამბოხი გამოიწვია. ავღანეთის არმიამ ეს ამბოხი ვერ ჩაახშო და საბჭოთა კავშირისგან დახმარება მოითხოვა, რის შემდეგაც 1979 წელს საბჭოთა არმიამ ავღანეთი დაიკავა. სახელმწიფოს მეთაური ჰაფიზულა ამინი მოკლეს და მისი ადგილი ბაბრაკ კემალმა დაიკავა.

 



მსგავსი ინფორმაციები