თურქული კულტურის ისტორიიდან 46

ხვარაზმშაჰების სახელმწიფო და ბოლო ხვარაზმშაჰი ჯელალედინი

617853
თურქული კულტურის ისტორიიდან 46

ხვარაზმშაჰის სახელმწიფო დიდი სელჩუკთა სახელმწიფოს გაგრძელებას და მის ნაწილთაგანს წარმოადგენს. მას ეს სახელწოდება მიეცა მისი მმართველების შუა აზიაში, არალის ტბის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხვარაზმიდან წარმომავლობის გამო.  ამ ქალაქის მმართველები აბბასიდების ეპოქიდან დაწყებული ხვარაზმშაჰის, ანდა ხვარაზმის მეფის წოდებებს იყენებდნენ. დიდ სელჩუკთა ეპოქაში, ამ სახელმწიფოს სარდალთაგანის, ბილგე თეგინის მიერ მოსყიდული სასახლის მსახური, ანუშ თეგინი გახდა ხვარაზმშაჰის სახელმწიფოს დამაარსებელი. ეს უკანასკნელი სელჩუკთა სასახლეში ძალზედ დაწინაურდება და მეფის პირდაპირი მოსამსახურეც კი გახდება, რაც სასახლეში მისადმი დიდ ნდობას ნიშნავდა. აი სწორედ ამის გამო ანუშ თეგინი ხვარაზმის მეფედ დაინიშნება და შუა აზიაში იქნა მივლინებული. მისი გარდაცვალების შემდეგ ხვარაზმშაჰები მისივე ვაჟები გახდნენ. ახლა ხვარაზმშაჰების და მათი სახელმწიფოს შესახებ  მომზადებულ პროგრამას შემოგთავაზებთ, რომელიც მოგვაწოდა ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, დოცენტმა გურაი ქირპიკმა და იგი წერს 

1097 წელს ჯვაროსნებმა დასავლეთ ანატოლიის დაპყრობა დაიწყეს და ამიტომ სელჩუკებს ხვარაზმისათვის არ ეცალათ რა, ხელისუფლების ასეთი ვაკუუმი კარგად გამოიყენა სელჩუკთა მიერ ხვარაზმში გუბერნატორად მივლინებული ანუშ თეგინის ვაჟმა ქუტბეტტინ მუჰამედმა და მამის სიკვდილის კვალდაკვალ იგი გახდა ხვარაზმის შაჰი, თუმცა სელჩუკთა სახელმწიფოსათვის არ უღალატია და მათი ერთგული ბოლომდის დარჩა. ქუტბეტტინის გარდაცვალების შემდეგ, კონკრეტულად კი 1128 წელს ხვარაზმის ახალი შაჰი მისი ვაჟი ალაატტინ ათსიზი გახდა, რომელიც თავიდან ასევე ერთგული იყო სელჩუკთა იმ დროინდელი სულთნის სანჯარისა, მაგრამ, დრო და დრო იგი ცენტრალიზებული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოდიოდა, ურჩობდა და დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა, რის გამოც სანჯარმა მისი ვაჟები მძევლად აიყვანა.

1156 წელს, როცა ალაატტინი გარდაიცვლება სელჩუკთა სულთანი სანჯარი ხვარაზმის შაჰად თავის უფროს ვაჟს, არსლან მეორეს დანიშნავს, რომელიც ერთგულად მსახურობდა, მაგრამ, 1157 წელს მამამისი სანჯარი გარდაიცვლება თუ არა, არსლანი ხვარაზმს დამოუკიდებელ ერთეულად გამოაცხადებს. არსლან მეორე ჯერ მონგოლური წარმოშობის ჩინელებს ებრძოდა, შემდეგ კავშირი დადო ერაყელ სელჩუკებთან. არსლან მეორემ თავის მემკვიდრედ ვაჟი სულთანშაჰი გამოაცხადა, თუმცა, ამის წინააღმდეგ გამოვიდა სულთანშაჰის ძმა ალაატტინ თექიში და მათ შორის ბრძოლაში ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა რა, 1172 წელს ტექიში გახდა ახალი ხვარაზმშაჰი   

ხვარაზმი ყველაზე მეტად განვითარდა, გაფართოვდა და აყვავდა თექიშის მეფობის პერიოდში, რადგან 1194 წელს ქალაქ რეიში მომხდარი ბრძოლის სემდეგ მათ დაემორჩილნენ ერაყელი სელჩუკებიც რა, თექიში ფაქტიურად დიდი სელჩუკთა ტერიტორიების მფლობელი გახდა და სულთნის წოდება მიიღო. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ვაჟი ალაატტინ მუჰამმედი ავიდა, რომელმაც გურების წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეობა დადო მონგოლური წარმოშობის ჩინელებთან.

როცა ეს უკანასკნელები მიხვდნენ, რომ ამ მოკავშირეობით ისინი ალაატტინის ვასალები ხდებოდნენ, უარი თქვეს ამ ვასალობაზე და 1210 წელს ახლიდან შეუერთდნენ გურების სულთნებს. როცა ალაატტინმა ქალაქი ყაზნევი აიღო, მის მმართველად თავისი უფროსი ვაჟი ჯელალედდინი დანიშნა. 1218 წელს ალაატტინი მონგოლთა ურდოს ყაენ ჩინგიზ ხანთან დამარცხდა და კასპიის ზღვაში მდებარე კუნძულ აბესკუნზე გაიქცა. აქ იგი მძიმედ დაავადდება და სიკვდილის წინ დაიბარებს რა ვაჟებს, თავის მემკვიდრედ ჯელალედდინს გამოაცხადებს

ჯელალედდინ ხვარაზმშაჰის ძმები მონგოლებთან ბრძოლაში დაირუპებიან, რის კვალდაკვალ იგი 1221 წელს კვლავ ყაზვინში გადავა და მონგოლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის მზადება დაიწყო. მართალია ჯელალედდინმა რამდენიმე ბრძოლა მოუგო მონგოლებს, მაგრამ, ბოლოს ინდოეთის შუაგულისკენ დაიხევს. 1224 წელს იგი ინდოეთს დასტოვებს და მომდევნო 1225 წელს ილდენიზოღულლრის საათაბაგოს დედაქალაქ თებრიზში შევა რა, მთელი ირანი ახლიდან ხვარაზმელების მმართველობაში გადავა. ამ წარმატებით თავბრუ დახვეული ჯელალეტტინი ანატოლიაშიც გაილაშქრებს და აჰლათს აიღებს.

ამ დროს სელჩუკთა სულთანს ალაატტინ ქეიქუბადი წარმოადგენდა და იგი ძალზედ განრისხდება რა, 1230 წელს ომს გამოუცხადებს ჯელალედდინს და დაამარცხებს რა მას, ჯელალედდინი დიარბექირში გაქცევით უშველის თავს, სადაც მას მოკლავენ კიდეც. ალაატინ ქეიქუბადი დამარცხებულ ხვარაზმელებს ანატოლიის სხვადასხვა რეგიონებში ჩაასახლებს, რითაც ხვარაზმელი თურქები შეუერთდებიან ანატოლიელ თურქებს და ასე გააგრძელებენ არსებობას, წერს ანკარის გაზის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელი, დოცენტი გურაი ქირპიკი   



მსგავსი ინფორმაციები